დოლარში/ევროში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, შეიცვალოს – რატომ გაუზარდა სებ-მა ბანკებს სარეზერვო მოთხოვნა

,,ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი უძვირებს კომერციულ ბანკებს დოლარის/ევროს მოზიდვის და მერე ამ სახსრების სესხებად გაცემის პროცესს“, – ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი სებ-ის მიერ კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით ზრდას. ცვლილებამდე, მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე 5%-ს შეადგენდა, უცხოური ვალუტით მოზიდულზე კი 10%-20%-ს (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის […]
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იუწყება, სასამართლომ გადადო კენჭისყრის პირველის ტურის შედეგების ცნობა. 24 ნოემბერს ევროკავშირის და ნატოს წევრი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა. […]
“ტანჯულ და ავადმყოფ ადამიანს წირავენ წამებისთვის და სიკვდილისთვის” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ავრცელებს გამოცემა პუბლიკას, სასამართლო დარბაზში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისთვის გადაღებულ ფოტოს და წერს: “მრავალგზის რეპრესირებულ, ტანჯულ და ავადმყოფ ადამიანს წირავენ წამებისთვის და სიკვდილისთვის. “ქართული ოცნება”, რომელიც სუვერენიტეტის იდეებით გამოდის, ხარკს წირავს და ყრმასავით ემორჩილება დიქტატორს !!!”
“წადით რა, გზას გაუდექით… “რუსკი კარაბლის” მარშრუტით” – ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია: არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებო. ვკითხულობდი და ვიცინოდი… არადემოკრატიული არჩევნებიო! აი, მაია სანდუ ხომ გყავთ დემოკრატიულად არჩეული?! სანქციებიო ბიძინასო და აქტივების ჩამორთმევაო… ვაი თქვენ პატრონს! ხან ვის აქტივებს ასკდებით და ხან ვის… და ამასობაში, გაკოტრდით, კრიზისებში და “თერმოუბედურებებში” ხართ გახვეული. ისე, ამოხვედით ყელში! ამდენი ტყუილი და ცილისწამება, ამდენი ქართველის შეურაცხყოფა! მილიონზე მეტი […]
“ყაველაშვილს ულვაშებით რომ გამოათრევენ მისი ცოლის დაქალები კაბინეტიდან, ეს ზუსტად იციან” – სამადაშვილი

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი: რასაც არ გვაძლევენ ისედაც არ გვინდაო-ბიძინას პინგვინმა, კობახიძემ. არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა, არც ფინანსური დახმარება. უვიზოს გაუქმებისთვისაც მომზადებულები არიან-ტაჯიკეთში და ყირგიზეთში გვექნება უვიზო მიმოსვლაო. ოღონდ უვიზოს რომ გაუუქმებენ, ბიძინას ზებრა, ყაველაშვილს ულვაშებით რომ გამოათრევენ მისი ცოლის დაქალები კაბინეტიდან, ეს ზუსტად იციან, თუ მოასწრო შესვლა.
ნიკა გვარამია – ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი

ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ. როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ირაკლი კობახიძემ ღიად და ცალსახად თქვა უარი ევროკავშირსა და ნატოზე. “ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი […]
სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ჩვენ გვითხრეს, რომ არალეგიტიმური არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება

ევროკავშირმა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება სწორედ იმ ხალხის, ვინც ეს დღეები და ეს კვირები იბრძოდა ამისთვის, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, შესაძლოა, შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რაც არის ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი პოლიტიკის შედეგი. “მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მოუთმენლად ელოდებიან დასავლეთის […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს – ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ

საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს – ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი – 2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტმა გასული სამი წლის მანძილზე მიიღე სიცრუით და შეურაცხყოფებით სავსე ხუთი რეზოლუცია. „ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. […]
ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად – 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით […]