სალომე ზურაბიშვილი – საქართველო და რუმინეთი საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშირად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში

საქართველო, რუმინეთი!!! საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშირად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, “საარჩევნო ომი” თბილისსა და ბუქარესტში… ??!! , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებასაც ეხმაურება. “საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, და […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაცია გავრცელებულ მიმართვაში იმ ინციდენტებზე წერს, რომელიც საპროტესტო აქციის დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა. “2024 წლის 28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით […]

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე „ტვ. პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს სახეში, კეძოდ კი, თვალებში ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს. კოკაია ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან მიჰყავთ.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან არსებული რკინის ჯებირი მოხსნეს – პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოხსნეს. სამართლადმაცველებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. პარალელურად ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. პარლამენტის მიდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან განლაგებული, მათ თითქმის სრულად აქვთ ჩაკეტილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩზები. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს […]

ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია პროცესი და ეს შეჩერებული, ახლა როგორ შეჩერდა?

ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული როგორ შეჩერდა?! ასეთ დრამატულ სიტუაციაში არიან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. „ყველა გაზაფხულზე, ყველა შემოდგომაზე მათ ექნებოდათ აქციები, მიტინგები, ტურბულენტობები – „ქართული ოცნება“ მიდის უკან, რუსეთისკენ, […]

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციელებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო. პოლიციელებმა უკვე გაზის რამდენიმე კაფსულა გაისრულეს. ზოგ კაფსულას მომიტინგეები უკან, პოლიციელების მიმართულებით ისვრიან.

“მოგიწოდებთ” – სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატი, განცხადებას ავრცელებს: 📢 საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ✅️ საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. 🔺️ განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა […]

ზენონი პატრიარქს: წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, წინ აღუდგეს ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. იგი მოუწოდებს პატრიარქს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადოს მხარდაჭერა. “გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, […]

პარლამენტთან აქციაზე დროდადრო იძაბება ვითარება

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დროდადრო იძაბება. 01:00 საათისათვის ვითარება დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები – სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. სპრეი, დემონსტრანტებთან ერთად, სახეში შეასხეს პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილს, „გახარია საქართველოსთვის“ წევრს; ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის, „ტვ პირველის“ ოპერატორს. მოქალაქეები მათ დახმარებას ცდილობენ – ფიზიოლოგიური ხსნარით თვალების ამოწმენდას. […]

საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში

თბილისში და ქვეყნის სხვა ოთხ ქალაქში, მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია „ქართული ოცნების“ მთავარი ოფისის წინაც იმართებოდა, რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან გამართულ დემონსტრაციას უერთდებიან. დემონსტრაციები მიმდინარეობს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბა. რამდენიმე წუთის შემდეგ პრემიერ-მინისტრ […]