იუთუბერი MrBeast-ის ვიდეომ X-ზე $263 000 გამოიმუშავა, რასაც იგი 10 პირზე გაათამაშებს

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუთუბერის MrBeast-ის თქმით, მის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნებულმა ვიდეომ მეოთხედი მილიონი დოლარი გამოიმუშავა. MrBeast-მა, რომლის ნამდვილი სახელიც ჯიმი დონალდსონია, ამის შესახებ X-ზე დაწერა. “X-ის ჩემმა პირველმა ვიდეომ $250 000-ზე მეტი გამოიმუშავა!”. – წერს ის, მაგრამ ამატებს, რომ “ეს ოდნავ ფასადურია. რეკლამის დამკვეთებმა დაინახეს, თუ რა ყურადღებას იპყრობდა და (ვფიქრობ) […]

როზნერს 2010 თუ 2011 წლის შემდეგ არანაირი კავშირი არ ჰქონია სხვა პარტიასთან – დავით უსუფაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი, რომელიც “ლელოს” პიარ-კონსულტანტი გახდა, თბილისშია. ჯერემი როზნერი, “კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” წევრებს უკვე შეხვდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კონსულტანტებს რომელიმე სხვა პარტიასთან კავშირი არ აქვთ. “წინა არჩევნებშიც გვყავდა კონსულტანტები სხვა კომპანიიდან. ახლა გვყავს კონსულტანტები […]

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების ლიდერებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ გახსნეს. ცესკო-ს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა […]

იენს სტოლტენბერგი – ნატოს აქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოფხვრას, რომლებიც მოსკოვში არსებობს – ვიდრე ამას ვაკეთებთ, ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება

რუსეთის მხრიდან ნატოს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რუსეთის ქმედებებს ვაკვირდებით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “ნატოს ნებისმიერ წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. და ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში […]

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, სოლიდარობის აქცია გაიმართა

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, მოქალაქეებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს: სასწრაფო მორატორიუმი გამოცხადდეს გამოსახლებებზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პირები, ვინც პოლიციამ ხატიაშვილის სახლიდან გამოსახლების დროს დააკავა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ დღეს იხილა მარინა ხატიაშვილის ოჯახის ძალადობის გზით გამოსახლება, საზოგადოებამ ასევე იხილა უმნიშვნელოვანესი რამ, […]

“ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება. ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტში” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის – “განათლება ქმნის მომავალს” დაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, 13:00 საათზე ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, “ევროპის უნივერსიტეტის” ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო მონაწილეობა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველა მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადაეცემა, საპრიზო […]

პროკურატურამ სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 იანვარს, ბრალდებულმა ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი […]

თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას ხმას მისცემს

23 იანვარს, თურქეთის პარლამენტი სავარაუდოდ დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 20-თვიანი დაგვიანების შემდეგ, ნატოს გაფართოების ეს ერთ-ერთი ბოლო დაბრკოლება წესით, რამდენიმე დღეში უნდა გადაილახოს. თურქეთის გენერალური ასამბლეა, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველი ალიანსი ფლობს, აღნიშნულს კენჭს დღეს უყრის. შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი პირველად 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და იქ სრულმასშტაბიანი […]

CIA-ს ახალი ვიდეო რუსი აგენტების გადაბირებას ისახავს მიზნად

ამერიკის შეერთებული შტატების, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) რუსი აგენტების გადაბირებას ცდილობს და სოციალურ ქსელ „ექსში“ ახალ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო რუსულენოვანია და მისი მიზანია, მოიზიდოს რუსი აგენტები, რომლებიც ამერიკის შესაბამის უწყებებს ინფორმაციას მიაწვდიან. ჯერ კიდევ ივლისში, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, რუს ჯაშუშთა ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა და ეს იყო ის […]

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო წარმოების კომპლექსს დაარტყა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო წარმოების ობიექტებზე და თითოეული მათგანი წარმატებული იყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულ სამხედრო საწარმოებზე, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებენ, დარტყმები საჰაერო და სახმელეთო რაკეტებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის გადამოწმება, ამ დრომდე ვერ ხერხდება, – წერს საინფორმაციო […]