საფრანგეთი პირველია ევროპაში, რომელმაც ციფრული ვიზების გამოცდა დაიწყო

საფრანგეთმა ციფრული ვიზების გამოცდა გადაწყვიტა. ქვეყანა ევროპაში პირველია, რომელმაც მსგავსი პრაქტიკა დანერგა. ამ დროისთვის იგეგმება შენგენის ონლაინ ბარათების გაცემას მხოლოდ სპორტსმენებისთვის, დელეგაციებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც პარიზში ჩავლენ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე. საერთო ჯამში 70 000-მდე განაცხადი დამუშავება. განაცხადების წარდგენა უკვე შესაძლებელია სპეციალური პორტალის მეშვეობით.

“მევახშეების მეფე, ბიძინე, ჩვენ შენ გაგასახლებთ, არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას” – კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლების მცდელობას აღსრულების სამსახურის მიერ აპროტესტებს კარგა ხანია, დღეს, გამოსახლებისას, დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც შეუძლოდ შეიქმნა, კლინიკიდან ერთვება ტვ პირველს და ამბობს: დღეს აშკარა გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პირველი მევახშე, მევახშეების მეფე, მთავარი მევახშე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი საკუთარ მოსახლეობას. ხდება საქართველოს ძირძველი მოქალაქეების გასახლება […]

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის […]

თბილისში 17 539 აბონენტს გაზი არ აქვს | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 17 539 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს დიდუბისა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს. როგორც კომპანია ამბობს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 24 იანვარს 22:00 საათზე აღდგება.

გამონაბოლქვის შეუსაბამო ნორმებისთვის 4 თვეში 3 243 ჯარიმა გამოიწერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 დიდ ქალაქში, – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში გამონაბოლქვის შეუსაბამო ნორმებისთვის 4 თვეში 3 243 ჯარიმა გამოიწერა. “2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, […]

ნიდერლანდებში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო, სამი პირი დააკავეს

ნიდერლანდებში ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. “Eurojust-მა და Europol-მა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვისა და კანადის ხელისუფლების კოორდინირებულ ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციების სავარაუდო დარღვევის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედებების დროს დააკავეს სამი ეჭვმიტანილი და ჩატარდა ჩხრეკა 14 ადგილას, ტექნოლოგიური და ლაბორატორიული ტექნიკის უკანონო ექსპორტის […]

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 23 იანვარს რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. თურქეთის პარლამენტის 364 დეპუტატიდან შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას 287-მა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს. […]

გვარამია: უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფო

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, სომხეთის პრემიერით, ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, რადგან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებით და შემდეგ არჩევნებში მისი ხელახალი გამარჯვებით სომეხმა ერმა “ისტორიული ტრავმა” ჩამოიშორა. “გულწრფელად გეტყვით, აღფრთოვანებული ვარ ფაშინიანით. ფაშინიანის ამბავი არის ძალიან უცნაური და ისტორიული ამ ერისთვის. არცახი, მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ არის სომხეთის ტერიტორია. ზოგადად, ისტორიული პანდორას ყუთების გახსნა […]

საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 23 იანვარს თბილისში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს: „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის […]

ადვოკატი – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს სთავაზობს ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ კეთილმოწყობილ სახლს

კეკელიძის ქუჩაზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საცხოვრებელი ბინის ახალი მესაკუთრის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ახალი მესაკუთრე გამოსახლებულ ოჯახს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად, ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ სახლს სთავაზობს. “საჭიროდ ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ […]