ირაკლი პეტრიაშვილი – 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება – თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ითხოვს საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი დაწესდეს, „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს. „პროფკავშირების გაერთიანებაში“ მიაჩნიათ, რომ მომავალში მინიმალური ხელფასი ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს და საშუალო ხელფასის 60%-ს მიაღწიოს. რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი და რას შეცვლის ეს ინიციატივა, რა გამოწვევები არსებობს […]
ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს – არაფორმალურ სექტორში დასაქმებულია საერთო დასაქმებულთა 32%

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა. როგორც პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება. „პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, […]
60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება – ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000 – ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. ცნობისთვის, თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო […]
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები […]
საფრანგეთმა 23 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო

საფრანგეთმა 23 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საფრანგეთი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო დარტყმებს მკაცრად გმობს, რომლის შედეგად ქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ასევე ქალაქ დნიპროსა და ხარკოვში, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით, 60 დაშავდა. რუსეთი აგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. „ყველაზე მეტი […]
ამერიკელებმა ერაყში დაარტყეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების პოზიციებს

ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ერაყის ტერიტორიაზე, დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 23 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, მაღალი სიზუსტით დაარტყეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ და სხვა დაჯგუფებების სამ ობიექტს. ოსტინის თანახმად, ეს იყო პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების თავდასხმებზე ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ და საერთაშორისო კოალიციის სამხედროებზე. […]
უნდა მოეწყოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან – “ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს სადაც ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიების, “ევროპულ საქართველოს“, “გირჩი – მეტი თავისუფლების“, “დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიის“ გასამართლებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნდა მოეწყოს “ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს. “კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, […]
ქონების ეროვნული სააგენტო ვაშლიჯვარში მდებარე მიწას ₾34.2 მილიონად ყიდის – ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი მილი გადის

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო, თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებულ 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე 34.21 მლნ ლარად ყიდის. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარს შეადგენს. ქონებასთან დაკავშირებით მომავალი მყიდველისთვის საპრივატიზაციო პირობები განსაზღვრული არაა. ამას გარდა, საპრივატიზებო ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება არ განეკუთვნება პრივატიზების საგანს. საპრივატიზებო ობიექტს კვეთს სს „თელასის“ […]
თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს. შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი NATO-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.