TI: მთავრობამ 2023 წელს 531 განკარგულება დამალა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. TI-ის ცნობით, გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე […]
ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას – თინა ხიდაშელის ორგანიზაციის განცხადება

4-დღიანი დუმილის შემდეგ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან დაფინანსების საკითხზე პირველ განმარტებას აკეთებს. გაჩენილ კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორგანიზაცია, სპეციალური განცხადებით ეხმაურება. “სამოქალაქო იდეა” მიზნებზე ვრცლად საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს, აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. “ჩვენ არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას”, -ნათქვამია განცხადებაში. ტექსტში ასევე წერია, რომ “სამოქალაქო იდეას”, ტაივანის […]
წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ჯივიპი ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში […]
მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის წინააღმდეგ, „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა. როგორც კორძაძე განმარტავს, საჩივარი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეიტანეს და მოთხოვნა სასამართლოს მიერ კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა. „ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ […]
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს კომპენსაციის ასარჩევად ორკვირიანი ვადა მისცა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია. საქმე ის არის, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. „გუშინ [22 იანვარს] დაიწყო ოფიციალურად იურიდიულად შეთავაზების პროცესი. მათ დაახლოებით ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ კონკრეტული შეთავაზება აირჩიონ და მენეჯმენტს გააცნონ თავიანთი პოზიცია, თუ […]
TI: 2023-ში მთავრობამ მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა და არცერთი არ გასაჯაროებულა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, 2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი საჯარო არ არის. TI-ის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. მათივე […]
თბილისის მერია ვაზისუბანში ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, […]
ჯო ბაიდენი – ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება – ყველაფერი სასწორზეა

ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. „ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ახლა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის თავისუფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც კოვიდ-19-ის შემდეგ […]
დაკავებული პირების უფლებების დასაცავად ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა. „ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარს კონკურენტულად აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2022 წლებში, ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. სააგენტოს პოზიციით, განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით, მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს. „სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა – ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე. […]