გაიცანით ბიორნ იონსენი – ქუთაისის “ტორპედოს” ნორვეგიელი ახალწვეულის გატანილი გოლები [VIDEO]

ქუთაისის “ტორპედომ” 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა და მას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მას ნორვეგიის ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს გამოცდილი შემტევი ნიდერლანდებში “კამბურში” ასპარეზობდა, იქამდე კი “დენ ჰააგის”, “ალკმაარის”, “ულსან ჰიუნდაის”, “როსენბორგის”, “ჰართსისა” და “მონრეალის” ღირსებასაც იცავდა. გთავაზობთ იონსენის გატანილ რამდენიმე გოლს, რითაც ამ ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგექმნებათ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას მართავს. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს. როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. „ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ჩვენთან მიდიოდა შეხვედრები, სადაც გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე, საექსპერტო დასკვნების გარეშე. ჩვენი ვარიანტების წარმოდგენის […]
2023 წელს შემოწმებული 5492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4023-ს დაუდასტურდა, აქედან 10 არასრულწლოვანი იყო

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 5 338 მამაკაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა. გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე […]
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა – „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით) უკვე საქართველოშია და წინასწარი შეკვეთების ფარგლებში წიგნი პირველ მკითხველს უკვე გადაეცა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ანეს მამამ, ოტო ფრანკმა ომის დასრულებისა და გათავისუფლებიდან 2 წლის […]
გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ – მიმდინარეობს კონსულტაციები, რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიისას

საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ – „ხალხის ძალა“ 2024 წლის არჩევნებში სერიოზულ წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ […]
ოთარ შამუგია ბრიუსელში ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს უფრო მეტად ამბიციურ გეგმებს […]
გოგიტა თოდრაძე დუბაიში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც 22-24 იანვრის პერიოდში ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენს მზარდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირობებში, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საზღვრების გაფართოების გზების ძიება, შესაბამისი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და ქვეყნებს შორის არსებული საუკეთესო […]
გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ასეთია აგენტის ხვედრი, ის უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს – აუცილებლად მოხდება განხეთქილება იქ, სადაც ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და ზურაბიშვილი

„ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აგენტი და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი უწოდა. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, რის შედეგადაც, დეპუტატის შეფასებით, მას დღეს არსებული ისედაც მცირე რესურსები, სამომავლო პერსპექტივაში აღარ ექნება. „ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს ერთი პოლიტიკური დირიჟორი, […]
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე – Who’s Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით, აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი […]
ტაო-კლარჯეთში შემეცნებითი-საგანმანათლებო ტური მოეწყო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ტაო-კლარჯეთში შემეცნებითი-საგანმანათლებო ტური მოეწყო. სამი დღის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები მოინახულეს, მოხსენებები მოამზადეს ტაძრების შესახებ და სხვადასხვა სახის აქტივობები ჩაატარეს. პროექტი „ტაო-კლარჯეთი ჩვენი შთაგონება“ მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას ისტორიული საქართველოს ტერიტორიებისა და კულტურული, რელიგიური ძეგლების შესახებ. სტუდენტური პროექტის […]