რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? – ცოტა დრო ლუქსემბურგამდე – 29 იანვრის ანონსი

საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და “ერთა ლიგის” ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს ორშბაათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და […]

ქართულ ბანკებს 52 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.46 მლრდ ლარით (2.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.12%-ით გაიზარდა) და დეკემბრის ბოლოს 52.65 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით (3.35%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 […]

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. მისივე განმარტებით, საუბარია, რომ სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად იქნება აუცილებელი, […]

საუდის არაბეთში ალკოჰოლის პირველი მაღაზია გაიხსნება

საუდის არაბეთში პირველი ალკოჰოლის მაღაზია გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყაროს თქმით, სამეფოს დედაქალაქ ერ-რიადში უახლოეს კვირებში ალკოჰოლური სასმელებით საცალო ვაჭრობის ობიექტი გამოჩნდება. ახალი მაღაზია არაბული ქვეყნის დიპლომატიურ კვარტალში განთავსდება. ის მოემსახურება საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებს და წვდომა მხოლოდ არამუსლიმებს ექნებათ. ალკოჰოლის შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს მობილურ აპლიკაციაში, მიიღოს ავტორიზაციის კოდი […]

ბაზისბანკმა „ფინანსური განათლება სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა

ბაზისბანკის ჩართულობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. […]

ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-იდან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

იონათამიშვილი: საზოგადოებაში ქართული ოცნების მხარდაჭერა დღითიდღე უფრო იმატებს

ქართულ ოცნებასა და რადიკალურ ოპოზიციას ღირებულებითი სხვაობა აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს განვითარება, წინსვლა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ სიძულვილის ენის ტირაჟირებითა და კამპანიით არის დაკავებული. ისინი ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას მტრობენ. რასაკვირველია, ამ პირობებში სხვანაირი მოცემულობა ვერ იქნება და უკვე ფაქტებით არის გარანტირებული ის, რომ საზოგადოებაში ქართული ოცნების მხარდაჭერა დღითიდღე […]

მოხდება გარიგება $90 000-ის ფარგლებში, ნოტარიულად დღეს გავაფორმებთ – ხატიაშვილი

კეკელიძის N1-ში მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ აღსრულების ბიუროს ჩართულობით დარეჯან დვალთან შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, ხელშეკრულება ნოტარიალურად დღეს, 25 იანვარს უნდა გაფორმდეს. “წამაკითხეს ძალიან მოკლე ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ მოხდება გარიგება 90 000 დოლარის ფარგლებში, მე ისიც არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს ერთ თვეში ამხელა 20 000 დოლარის შოვნა [70 000 […]

ილია დარჩიაშვილი – საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების განხორციელების პროცესში სხვადასხვა სამინისტროები ჩაერთვებიან, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს. საგარეო უწყების ინფორმაციით, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანიმ […]

გიორგი ვაშაძე – რუსული ბაზარი 5000-ზე მეტმა ბრენდმა დატოვა, ბევრთან დღემდე მაქვს კონტაქტი, გამარჯვებისთანავე, ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“ ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდის დამოუკიდებელი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც, ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 2022-2023 წლებში, რუსეთის ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არც ერთი არ შემოსულა. კერძოდ, […]