ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკის შეხვდა

გილოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას. საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკიმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მათივე ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მიერ […]

არასრულწლოვან შვილს აიძულებდა, მოწყალება ეთხოვა – ორი პირი დააკავეს, ერთს ბრალი წარუდგინეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი წარედგინა. 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ. იგივე ბრალდება წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდება თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”. Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან. ასევე, დილიდან არ მუშაობს ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც. 25 იანვარს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა. მასალა […]

პირი დაბალხარისხიან სარეცხ საშუალებებს Ariel-ის, Fairy-ის შეფუთვით ყიდდა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან დაბალხარისხიან და იაფფასიან სარეცხ საშუალებებს ყიდდა Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 78 023 […]

გერმანიის ხუთ ქალაქში სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით, 20 იანვრიდან 25 მაისამდე, გერმანიის ხუთ ქალაქში – ბერლინში, დიუსელდორფში, მიუნხენში, კიოლნსა და ფრანკფურტში, სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება. ნაჩვენები იქნება ეროვნული კინოცენტრის მიერ 2023 წელს აღდგენილი ფილმები – „ლეგენდა სურამის ციხისა“ და „აშიკ-ქერიბი“. 20 იანვარს ფილმების პირველი ჩვენება ქ. ბერლინის კინოთეატრ „არსენალში“ გაიმართა .

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს მასპინძლობს

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. კონფერენციის განმავლობაში წარმატებული ინფლუენსერები მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას […]

დააკავეს პირი, რომელიც იაფფასიან სარეცხ საშუალებებს სხვა სასაქონლო ნიშნებით ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ […]

ამბოლი ENI-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა

ამბოლი საცხებ-საპოხი მასალების იტალიური ბრენდის 𝐄𝐍𝐈 ოფიციალური პარტნიორი გახდა. კომპანიის ისტორია ექვს ათეულ წელზე მეტს ითვლის და ის 1953 წელს დაარსდა უკვე არსებული კომპანია AGIP-ისგან, რომელიც თავის მხრივ 1926 წლიდან იღებს სათავეს, რომლის მთავარი დანიშნულება, ნავთობის საბადოების შესწავლა, ნავთობპროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია იყო. 1953 წლის მარტში ახლადშექმნილი კომპანიის პირველ თავჯდომარედ აირჩიეს Enrico Mattei. თავდაპირველად ENI-ის […]

გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „აღინიშნა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება – მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლებისა და მეცნიერების […]