გლდანში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის პირველადი გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ
გლდანში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის პირველადი გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ. თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით, “ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა – საქართველომ” საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს ენდოკრინოლოგიური გამოკვლევაც უფასოდ ჩაუტარდათ.
ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს. მიზანი, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, “სამედიცინო ჰოლდინგის” ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი 5 თებერვლამდე გაგრძელდება. შეხვედრებზე თანამშრომლებს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს.
“ოპოზიციისთვის ბოლო შანსია, რომლითაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს” – ბექა ოდიშარია
მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით, ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის. თუმცა ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან. საპარლამენტო უმრავლესობაში პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას მავნებლობას უწოდებენ. მათი თქმით, პროცესის ხელოვნურად ხელშეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის წარმატების […]
“სქილვილის” სტუდენტებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბენეფიციარი მეწარმეებისთვის, ციფრული პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს
“სქილვილის” და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბენეფიციარი მეწარმეებისთვის, ციფრული პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს. სტუდენტები პროექტზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ისრაელის ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ ურყევია, თანაბრად ურყევია ჩვენი წმინდა ვალდებულება, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვა – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – იბომბება ღაზის სექტორი. ღამით, ქალაქ რაფაში, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ანკლავში ისევ ჰუმანიტარული კრიზისია. ამ ფონზე, ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს. ამასთან, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ […]
დღეს ნინოობაა
დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს წმინდანის გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღესრულება. ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბეში. თარიღთან დაკავშირებით, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.
ბექა ოდიშარია – თუ სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება – ოპოზიციისთვის ეს ბოლო შანსია, სადაც მოხდება ლუსტრაცია
თუ პროცესში [ოპოზიციის] შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება – ოპოზიციისთვის ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ევრო რეკომენდაციების 9 პუნქტთან დაკავშირებით, შესრულების თაობაზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. […]
თეონა ჭალიძე – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს სოციალური გასაცემელის ჩარიცხვა ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად დაუგვიანა – მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ
დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს! , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს მათი გამომუშავებული თანხის, ანუ სოციალური გასაცემელის ჩარიცხვა ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად დაუგვიანა. სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან და […]
ვასო ურუშაძე – საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – საქართველოზე უარესი საგარეო ვაჭრობის ბალანსი მხოლოდ მსოფლიოს 21 ქვეყანას გააჩნია
საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენი ამოცანა იქნება საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ დამატებით ღირებულებას მსოფლიო ბაზრისთვის, რაც მოგვიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ წელიწადში საგარეო ვაჭრობის დისბალანსი 15% – ით […]
ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს
ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს. “მგზავრთა საყურადღებოდ! პერიოდულად, სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ. პირად მიმოწერაში კი მგზავრებს ეუბნებიან, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტმა მიაწოდა, რომ თითქოსდა ჩვენთან თანამშრომლობენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი თანამშრომლობა ამ ჯგუფებთან არ გვაკავშირებს. ნებისმიერი პირისთვის ჩვენი მგზავრების შესახებ […]