ფრინველის გრიპი კალიფორნიაში ქათმის ფერმებს ანადგურებს
გასულ თვეში მაიკ ვებერმა მიიღო ინფორმაცია, რის გამოც ყველა მეფრინველე ფერმერი შიშობს, მასზედ, რომ მის წიწილებს ფრინველის გრიპზე ტესტირების შედეგად დადებითი პასუხი დაუდგინეს. სამთავრობო წესების დაცვით, ვებერის კომპანია Sunrise Farms-ს მოუწია კვერცხმდებელი ქათმების მთელი ფარა – 550 000 ფრინველი – დაეკლა, რათა დაავადებას არ დაინფიცირებინა სხვა ფერმები სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით სონომას ოლქში. “ეს არის ტრავმა, რის […]
Geo Team: უარი 700 ათასზე – ქვილითაიამ რუსულ კლუბში გადასვლა არ ისურვა
Geo Team-ის ცნობით, “აპოელის” თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ რუსულ გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადა: “რუსული პრემიერლიგის კლუბ “სოჭს” “აპოელის” ქართველი კაპიტნის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. “სოჭი” მზად იყო “აპოელისთვის” გიორგი ქვილითაიას ტრანსფერში თანხაც გადაეხადა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვა.
საფრანგეთი, დელფინების დასაცავად, თევზაობას დროებით აკრძალავს
კომერციულ თევზჭერის გამო საფრანგეთში, ბისკეის ყურეში, ყოველწლიურად საშუალოდ 9 000 დელფინი სათევზაო აღჭურვილობას ეწირება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ ბისკეის ყურეში თევზაობა თითქმის სრულად შეზღუდა. აკრძალვა ძალაში 22 იანვრიდან შევიდა და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც ფრანგულ, ისე უცხოურ თევზსაჭერ კომპანიებს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და მეთევზეები ცვლილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, საფრთხე მათ […]
თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტივა – გენიალური ქართველი რეჟისორის საიუბილეო კვირეული
თენგიზ აბულაძის საიუბილეო კვირეული – ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის იუბილე სხვადასხვა დროს გადაღებული ფილმების პოსტერების გამოფენითა და რეჟისორისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა. 28-დან 31 იანვრის ჩათვლით, მაყურებელი იმ ნამუშევრებს ნახავს, რომლებმაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თენგიზ აბულაძის ფილმები საქართველოს კინომემკვიდრეობაა. გენიალურ ქართველ რეჟისორზე, სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის, ნანა ჯანელიძემ რეჟისორის ცხოვრება და მისი კინოშედევრები […]
მიქაუტაძემ ვერ გაიტანა – “მეცი” “ნიცასთან” დამარცხდა
ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან […]
ისრაელ-“ჰამასის” ომის პირველი ვერდიქტი ჰააგის სასამართლოსგან – საერთაშორისო სასამართლო ისრაელს გენოციდის დანაშაულის თავიდან არიდებას ავალდებულებს
ვითარება ღაზაში და ჰააგის დადგენილება – სამხრეთ აფრიკა ისრაელის სამხედრო ოპერაციის გენოციდად ცნობას მოითხოვს. საბოლოო განაჩენამდე, ჯერ წინ ხანგრძლივი განხილვის პროცესია, თუმცა, ამ ეტაპზე, პირველადი დადგენილება ისრაელს ავალდებულებს, შეასრულოს მოთხოვნები გენოციდის თავიდან ასაცილებლად. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ისრაელს წესები განუსაზღვრა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე პალესტინის […]
განადგურებული კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – ომის 703-ე დღე უკრაინაში
ომის 703-ე დღეს უკრაინის 7-ზე მეტი ოლქის 120-ზე მეტი დასახლება რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. მათ შორის იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ტერიტორიები. გასული 24 საათის განმავლობაში, 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალების მხრიდან დარტყმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. […]
მიგრანტების კრიზისი ამერიკა-მექსიკის საზღვართან – ტეხასი დაუმორჩილებლობას აცხადებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს
რიო გრანდეს მდინარესთან დღეს იმაზე მეტი მავთულხლართია, ვიდრე ორშაბათს, როდესაც შტატების უზენაესმა სასამართლომ მათი მოხსნა ბრძანა. ტეხასის გუბერნატორი, გრეგ აბოტი, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს ამერიკა-მექსიკის საზღვრის გამაგრებას – არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. სოციალურ ქსელში მისი გუშინდელი კომენტარი აშკარა დაუმორჩილებლობად იქნა აღქმული. რესპუბლიკელი წერს, რომ ტეხასი სამხრეთის საზღვრის დაცვას ნებისმიერ ფასად გააგრძელებს და ამ გზით აღუდგება ბაიდენის […]
კუპიანსკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა განაახლეს ინტენსიური შეტევები – სინეგუბოვი
კუპიანსკის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა განაახლეს შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა. სინკოვკასა და ტაბაევკას დასახლებების მიდამოებში ” მძიმე ბრძოლები” მიმდინარეობს, – აღნიშნა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა. “დიახ, მართლაც, ამ მიმართულებით შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა კვლავ განახლდა და ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დაახლოებით მტრის 13 თავდასხმა. საკმაოდ სერიოზული ორი მიმართულება გვაქვს: სინკოვკა და ტაბაევკა. ეს სხვა მიმართულება, ქალაქ კუპიანსკის […]
საპარლამენტო უმრავლესობა, ევროინტეგრაციის პროცესში, ქართული არასამთავრობოების მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს – რას ამბობენ მესამე სექტორში “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევაზე
“მე მათ “ენჯეობს” არ ვეძახი, ისინი არიან ქვეყნის მტრები” – მმართველი გუნდის ასეთი კრიტიკული განცხადების ადრესატები ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები არიან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შედგენაში მონაწილეობდნენ. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად მიენიჭა ევროპასთან დაახლოების კვლევაში საქართველოს მესამე ადგილი – მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები ევროინტეგრაციის საბოტაჟს […]