,, ვადა გაგივიდათ!” – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი: ,,ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე, რომლის ბაიბურშიც არ არის! 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო. მარტო […]

19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულიინფორმაციით, წუ­ხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. შსს-მ საქ­მე 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გვაქვს ტექნოლოგია, რომლითაც კორპუსის აშენება 40-42 დღეში არის შესაძლებელი – “ანაგი”

“ჩვენთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ახალი საყალიბო სისტემის, ე.წ. “ტუნელური ყალიბის” გამოყენება, რომლითაც ერთი 10-12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება 40-42 დღეში არის შესაძლებელი”, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტექნოლოგიას კომპანია სოციალურ პროექტებში იყენებს, რათა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, რომელთაც “ანაგი” ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით […]

სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ – წულუკიანი მთავარ არხს პოსტის დატოვებაზე პასუხობს

მთავარი არხის ინფორმაციით, პარასკევს კულტურის მინისტრი თანამშრომლებს დაემშვიდობა და უთხრა, რომ საარჩევნო წელია და უფრო აქტიური უნდა იყოს კამპანიის პროცესში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაემშვიდობა თუ არა თანამშრომლებს, თეა წულუკიანმა უპასუხა: “არა, სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ”. დღეს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამთავრობო მედიის ცნობით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი […]

აქუბარდია სამთავრობო ცვლილებაზე: ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების გადარჩენის მცდელობაა

მე არ მგონია, ამ ცვლილებამ ქვეყნისთვის რაიმე შედეგი გამოიღოს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ძალაუფლების გადარჩენის მცდელობაა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია. არ მგონია, ეს იყოს საჭადრაკო დაფაზე გადაადგილებების დასასრული. შესაბამისად, ეს გამოწვეულია იმ გავლენების გაძლიერების სურვილით, რაც ივანიშვილმა დააანონსა. ასე ეხმაურება მთავრობაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია. TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს […]

ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებაზე: ისევ გვეყოლება ირაკლი, უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით

ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, პრემიერმინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით. თავი წარმოიდგინეს რეალურ მმართველებად ამ ქვეყნის და იქ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ახლა უნდა აჩვენოს, რომ მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია და ამ ბრჭყალებს გამოჩენაა ახლა ეს და მეტი არაფერი. თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან […]

სეფაშვილი სამთავრობო ცვლილებაზე: საქმისთვის უკეთესი იქნება

ეს საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება, ცუდი არაფერი იქნება. მიზეზების შესახებ ვერ გეტყვით და ვერ გესაუბრებით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის უკეთესი იქნება. თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, ეკა სეფაშვილმა ხელისუფლებაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით. TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას […]

ვენეციის არხებში გახშირებული ავარიების გამო სიჩქარის მზომ კამერებს დააყენებენ

ვენეციის არხებში ბოლო დროს გახშირებული ავარიების გამო სიჩქარის მზომ ჭკვიან კამერებს დაამონტაჟებენ. როგორც ცნობილია, ძირითად არხებში ნავების გადაადგილების დასაშვები სიჩქარის ზედა ზღვარი 6.5 კმ/სთ იქნება, ხოლო მცირე ზომის არხებში 4.8 კმ/სთ. გავრცელებული ინფორმაციით, კამერები არხების მთელ სისტემას მოიცავს და მისი მიზანია სერიოზული ავარიების მინიმიზება. დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში ნავის მფლობელებს ჯარიმა დაეკისრებათ. დეპუტატი მარტინა სემენზატოს […]

Red Wings-ი საქართველოში ფრენას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 9 თებერვლიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ავიარეისის შესრულებას აღდგენილი Ту-214-ით აპირებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებსაიტზე წერია. ამჟამად ავიაკომპანია Red Wings-ი რეისებს საქართველოში Sukhoi Superjet 100-ით ახორციელებს. იმის შესახებ, რომ Red Wings-მა თავის ავიაპარკში სამგზავრო თვითმფრინავი Ту-214-ი დაამატა, რუსული მედია გასული წლის ბოლოს წერდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Ту-214 (ბორტის ნომრით RA-64518) 2009 წელს ყაზანის საავიაციო […]

„გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და უკან — ღარიბაშვილი“ — მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში დაგეგმილი საკადრო გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, ხალხისთვის ამ საკადრო გადაადგილებებით არაფერი შეიცვლება. „ქართულ ოცნებას” მოუწია […]