სოფო ჯაფარიძე – მთავრობისგან უყურადღებოდ დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს – კვირას გელოდებით პარლამენტთან

დღეს უნდა ვიდგეთ აქ, მთავრობისგან უყურადღებოდ დატოვებულ ონკოლოგიური პაციენტების გვერდით, მათ ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს. კვირას, 14:00 საათზე, გელოდებით პარლამენტთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ის ონკოლოგიურ პაციენტებს შეხვდა. სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს ონკოპაციენტები ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულები და მოტყუებულები არიან. „ჩვენ ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას. ძალიან […]

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, კომიტეტის ფარგლებში თანამდებობის პირების დაბარების შესაძლებლობა მხოლოდ 3-ჯერ გამოიყენეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ პარლამენტი, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმს, როგორიცაა თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა და მოსმენა, “ძალიან მეჩხრად“ იყენებს. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტების ფარგლებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხზე იმსჯელა. წარდგენილი ინფორმაციით, რომელიც 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 […]

თამარ კორძაია – მთავარია, ახალმა პრემიერმა დადოს პირობა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის, პასუხს მოსთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს

მთავარი კითხვა მომავალ პრემიერთან არის, რომ ის მოთხოვნები, რომელიც 9 ნაბიჯშია გაწერილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, როგორ დაიძლევა მისი პრემიერობის შემთხვევაში, რას გააკეთებს და როგორ გამოიძიებს ღარიბაშვილის ფრენების, მისი ცოლის დაბადების დღის აღნიშვნის საკითხებს და რა პასუხები ექნება ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა. კორძაიას განმარტებით, მთავარია, ახალმა პრემიერმა დადოს […]

ვასო ურუშაძე – „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა

„ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რასაც მოჰყვა სწორედ სიღარიბის მატება და გამდიდრდა მხოლოდ ელიტური ჯგუფი – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა და კორუმპირებული ჩინოვნიკები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა […]

ხატია დეკანოიძე – ვინ იქნება პრემიერი, საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრი, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებებს

რაციონალური განსჯა, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ცვლილებებთან არაფერ შუაშია, ეს განპირობებულია ივანიშვილის პირადი ინტერესითა და მისი კაპიტალის უსაფრთხოების დაცვით, რომელიც, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ისე ვერ განახორციელა, როგორი მოლოდინიც აქვს კობახიძის ან ვინმე სხვის შემთხვევაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის შეფასებით, ივანიშვილი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ კობახიძემ შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკა გაატაროს […]

ომბუდსმენმა შალვა რამიშვილს რეკომენდაციით მიმართა, ადამიანები სექსუალურად არ შეავიწროვოს — საია

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ POSTV-ს ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა. ამ ინფორმაციას გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ომბუდსმენმა შევიწროება მხოლოდ განმცხადებლის წარდგენილ მტკიცებულებეზე დაყრდნობით დაადგინა, რადგან შალვა რამიშვილმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. “გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, რათა მან, მომავალში, […]

თანამედროვე კონცეფცია სერვისში და ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილისათვის გაწეული მომსახურება – „თეგეტა მოტორსის“ 2023 წლის შედეგები

ახალი მიდგომები ბიზნესში, პროცესების განსხვავებული მართვა, დისტანციური გაყიდვები, მეტი დიგიტალიზაცია – საავტომობილო ინდუსტრიაში გაჩენილმა ახალმა მოთხოვნებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალა და მომსახურების ბიზნესში უფრო მოქნილი საპასუხო ქმედებები მოითხოვა. „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ, თუ წინა წლებში კომპანია ახალი მიდგომების დანერგვაზე იყო კონცენტრირებული, 2023-მა წელმა ამ სტრატეგიის ეფექტიანობა დაადასტურა […]

“რასაკვირველია, მახსენდება კანდიდატის სტატუსი” – ვალერი ჩეხერია ღარიბაშვილის მმართველობას აფასებს

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნათია თურნავას [ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი] ყოფილი მრჩეველი, ვალერი ჩეხერია ირაკლი ღარიბაშვილის 3-წლიან მმართველობას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შეზღუდვები პირველმა მოხსნა, რითაც თამამი გადაწყვეტილება მიიღო. – ძალიან დადებითად შევაფასებ იმ ნაწილს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, როდესაც კოვიდის შემდეგ გაიხსნა და ტურისტების […]

რაშფორდმა ვარჯიში გააცდინა და ღამის კლუბში წავიდა – ინგლისელს დასჯიან

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი მარკუს რაშფორდი სამშაბათს ღამის კლუბში იმყოფებოდა და მეორე დღეს გუნდის ვარჯიში გააცდინა, ერიკ ტენ ჰაგმა კი ინგლისელი ფეხბურთელი ინგლისის თასზე “ნიუპორტთან” შეხვედრაში სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა. ამასთან დაკავშირებით მანჩესტერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა: “მარკუსმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, საქმე ეხება დისციპლინარულ გადაცდომებს და ამაზე უკვე ვისაუბრეთ”, – ნათქვამია “მანკუნიანელთა” […]

მთელი ტურინი და იტალური მედია საზონოვის ამ საქციელმა აღფრთოვანებული დატოვა – საბას ეს ფოტო ვირუსულად ვრცელდება და მისი პოპულარულობა იზრდება [PHOTO]

სოციალურ ქსელში იტალიელებმა გაავრცელეს ფოტო, თუ როგორ გადაადგლდება “ტორინოსა” და საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ტურინში საზოგადოებრივი ტრანსპორტით. როგორც იტალიური მედიიდან ვიგებთ, ჩვენებური ვარჯიშიდან სახლში ტრავმაით ბრუნდება. “70-იან წლებში ტრავმაით გადაადგილება და იქ ფეხბურთელის ნახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ახლა ასე არაა. საბა საზონოვის ტრავმაიში გამოჩენამ მისი იმიჯი და პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და ეს […]