რაკიტიჩი საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა

35 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “სევილიადან” საუდის არაბეთის “ალ შაბაბში” გადავიდა. რაკიტიჩს “ალ შაბაბმა” კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაუფორმა. მას “სევილიასთან” ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. რაკიტიჩმა ანდალუსიურ გუნდში 323 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ლეგიონერებს შორის კლუბის რეკორდია.
ტოქსიკური ნივთიერებით აქაფებული მდინარე ბრაზილიაში – წყალში სულფომჟავას ჩაღვრის გამო, ათობით დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სამხრეთ ბრაზილიაში, ჟოინვილში, მდინარე რიო სეკო სქელი ქაფით დაიფარა. BBC-ს ცნობით, მიზეზი სულფინის მჟავაა, რომელიც მდინარეში აღმოჩნდა. ხეობაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სულფომჟავა არის ნივთიერება, რომელიც სარეცხი და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი ავარიაში მოჰყვა. შედეგად, ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანება შეუძლია, მდინარეში ჩაიღვარა.
დიდი 10

თბილისის “ლელო სარასენსმა” ქუთაისის “არესთან” პირველ ტაიმში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დაძაბულ მატჩში 19:16 გაიმარჯვა. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა თავიდან სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. საწყის 26 წუთში გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც “არესმა” გიორგი თევდორაძის ერთი ჯარიმით უპასუხა. თევდორაძემ 29-ე წუთზე არეკნით ჩამორჩენა […]
რატიშვილი სტამბოლში ფიბას საკლუბო ტურნირების მატჩებს მოემსახურება

ფიბას ორგანიზებით მიმდინარე ევროტურნირებზე გადამწყვეტი მატჩების ჯერი დადგა. ქალთა ევროლიგაშიც და კაცთა ფიბა-ევროპის თასზეც პლეი-ოფში გამსვლელები უნდა დაკომპლექტდნენ. ქალთა ევროლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური იმართება, ხოლო ფიბა-ევროპის თასზე მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურია. ორივე ამ ტურნირის მატჩს ქართველი კომისარი მოემსახურება. მერაბ რატიშვილი სტამბოლში იმყოფება და დღეს ქალთა ევროლიგის მატჩზე იმუშავებს, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი “ფენერბაჰჩე” და […]
ცესკოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ლატვიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე […]
თბილისის მერია – ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით 29 იანვარს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას. აღნიშნულ შეხვედრას მმართველი პარტიის, ოპოზიციურ პარტიების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ აქტიური არასამთავრობო […]
მასკის თქმით, მისმა კომპანიამ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად გადაუნერგა

ილონ მასკი აცხადებს, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა წარმატებით გადაუნერგა პირველი უსადენო ჩიპი ადამიანს. მასკის თქმით, პროცედურამ ტვინის „დამაიმედებელი“ აქტივობა აჩვენა, პაციენტი კი თავს კარგად გრძნობს. როგროც BBC წერს, კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ამ გზით კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს. გამოცემა აღნიშნავს, რომ Neuralink-ის კონკურენტ არაერთ კომპანიას უკვე აქვს მსგავსი მოწყობილებების ადამიანისთვის […]
„ამ წულუკიანის და კალაძის დრო როგორ არასდროს არ დადგა“ – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: „ამ წულუკიანის და კალაძის დრო როგორ არასდროს არ დადგა. რა მწარეა ვერცხლი ალბათ…“
საქართველოში წითელას შემთხვევების მატებას მოელიან

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა. მისივე თქმით, წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია. გარდა ამისა, ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. ჩხაიძის განმარტებით, […]