რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა?

თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. „ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე; ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს; ე.წ. ჭკვიანი […]
რუსული მზვერავი თვითმფრინავი ნატოს საჰაერო საზღვართან აღმოჩნდა

გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აღმოაჩინა რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, სანამ კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა. გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს […]
საწვავის 100 ნიმუშიდან 28-ში დარღვევა გამოვლინდა — ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, უწყებამ საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. „ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა […]
მექსიკაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახებას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში სატვირთო მანქანის და ორსართულიანი ავტობუსის შეჯახების შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. ავარია მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსი, რომლის მგზავრებიც გარდაიცვალნენ ან მძიმედ დაშავდნენ, გვადალახარადან სინალოას შტატის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ავტობუსსა და სატვირთო მანქანაში სულ დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევისას მინიმუმ 22 ადამიანი დაშავდა. სინალოას შტატის გენერალური პროკურორის, სარა კინონეზის თქმით, […]
ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაცის საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. „ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან […]
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას საჩუქრების მიღების გამო სასჯელი ოფიციალურად შეუფარდეს. იმრან ხანთან ერთად პაკისტანის სასამართლომ დამნაშავედ მისი მეუღლე, ბუშრა ბიბიც ცნო. გუშინ, პაკისტანის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 […]
რომელ ქვეყნებში იზრდება ბიო ღვინოზე მოთხოვნა? – “ველინოს“ შეფასება

საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე ბიო ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი, ბექა ჯიმშელაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ზოგადად ბიო პროდუქტებზე, მათ შორის ბიო ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. მისი შეფასებით, ამის მიზეზი არაჯანსაღ გარემოში ნატურალური, სუფთა პროდუქტების მიღების მოთხოვნილებაა. „ველინოს“ წარმოებული ბიოპროდუქციის სრულად ექსპორტზე, 13 ქვეყანაში – აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში გააქვს. აღსანიშნია, რომ […]
დამოუკიდებელ კომისიაზე ზეწოლის მიზნით, „მაგთიკომი“ აბსურდული ბრალდებებით უსუსურ კამპანიას ეწევა – ბექაური

კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვერ ეგუება, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აბსურდული ბრალდებებით და აქცენტების გადატანით უსუსურად ცდილობს. ასე ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაგთიკომის“ ბრალდებებს, რომელსაც მარეგულირებელი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. „კომპანია „მაგთიკომის“ განცხადება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ჩემი საქმიანობის […]
ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტ მთივლიშვილს მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ჟურნალისტს, რომელიც თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა პოლიციამ. “მთის ამბებისა” და “საქართველოს ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 31 იანვარს, დილით გამოცხადდა. “მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება, პოლიციელის ყალბი და ცრუ ჩვენების გარდა, არც ველოდი სხვა გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო […]
2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს

შსს-ს მონაცემების თანახმად, საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, […]