Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს. სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში. პრე-აქსელერატორში მონაწილეობა […]
“თიბისის” მხარდაჭერით, ძველ თბილისში „ალფა ფროფერთის“ პროექტი – Garden Hills შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე, კომპანია “ალფა ფროფერთის” მსხვილი პროექტი – Garden Hills შენდება. ახალი უბანი ძველ, ისტორიულ თბილისში, 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს. კომპანია “ალფა ფროფერთი” მცხოვრებლებს თანამედროვე უბანს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება. დაბალი განაშენიანების პროექტი 5 სართულიანი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც […]
პროგრამაში რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება ისეთი ასპექტები, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის იქნება დამახასიათებელი – მიხეილ სარჯველაძე
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგი, დღეს 5 საათზე, ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება. ორშაბათიდან კი უკვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენები. ირაკლი კობახიძე სამთავრობო გეგმით პარლამენტში მივა. განხილვების შემდეგ, კენჭისყრა სავარაუდოდ ხუთშაბათს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ მეთაურს და მის გუნდს ნდობას გამოუცხადებს. განხილვებში ჩაერთვება ოპოზიციაც, მათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვებიც ექნებათ, […]
სამწუხაროდ არ ველოდები, რომ კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მათ შორის, სამთავრობო მოსმენებზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა – გურამ მაჭარაშვილი
პარტია “ხალხის ძალის” ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება და ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უარის მიუხედავად, მმართველი გუნდი ახალი მთავრობის დამტკიცებას შეძლებს. “ექნება სრული მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი კობახიძეს და მის სამთავრობო გუნდს. ვემზადებით 2024 წლის ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების დღისთვის, სამწუხაროდ, ოპოზიცია ემზადება 2027 ოქტომბრისთვის, ანუ […]
არასასურველი სარეკლამო SMS-ები 1-ლი მარტიდან აღარ მოგივათ

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ. აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ პუბლიკაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აქვეყნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე მიცემული თანხმობის უარყოფა პირს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება […]
ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი შემცირებულია

ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი საქასტატის მონაცემებით ბოლო 5 წელიწადში 1631,5%-ით გაიზარდა. თუმცა, 2023 წლის იანვარი-დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,2%-ითაა შემცირებული. ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი წლების მიხედვით: 2019- 6,38ტ 2020- 21,71ტ 2021- 172,92ტ 2022- 258,18ტ 2023- 110,47ტ ბოლო წლების მონაცემებით ექსპორტიორ ქვეყნებში ბულგარეთი და საფრანგეთი ლიდერობს. 2021-2023 წლებში ბულგარეთში 210.62 ტ, ხოლო საფრანგეთში […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.” · ვაკის რაიონი – წყნეთი,არსენას ქ.N57-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: არსენას ქუჩას. · სამგორის რაიონში – კაიროს ქუჩის N42-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01/02 […]
სენატმა სოციალური ქსელების CEO-ების ჩვენებებს მოუსმინა

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-ს, TikTok-ის, Snapchat-ის, X/Twitter-ისა და Discord-ის აღმასრულებელი დირექტორები 31 იანვარს კონგრესის წინაშე წარდგნენ. სენატორები სოციალური ქსელების მფლობელებს მათ პლატფორმებზე არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შესახებ უსმენდნენ. მოსმენა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო მშობლებისაგან ონლაინ სივრცეში ბავშვთა შევიწროების აღმოფხვრის მოთხოვნით წნეხის ქვეშ მოექცა. როგორც თავად კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ დურბინმა განაცხადა, […]
„თეგეტა მოტორსმა“ უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა

„თეგეტა მოტორსმა” უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც „ჰილტონ ტაშკენტში“ გაიმართა უზბეკეთის სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამერიკულ ბრენდს Mobil-ს, ასევე ინფორმაცია მიეღოთ „თეგეტას“ გეგმებზე უზბეკეთში. ღონისძიებას, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, 200-მდე სტუმარი დაესწრო. „თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე გასულ წელს დაიწყო. შედეგი იმდენად […]
საქართველოში 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი – დაშავდა

საქართველოში, 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა. ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან […]