საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი – საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებს მთის კურორტების განვითარების კუთხით

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, გუდაურში მნიშვნელოვანი შეჯიბრი „სნოუბორდ კროსის დისციპლინა“ ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეჯიბრისთვის გუდაური არის ახალი ლოკაცია, შესაბამისად, როგორც კურორტი, ასევე ქვეყანა მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება. „მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მუდმივი კალენდარი. დღეს გვქონდა კვალიფიკაციების და ვარჯიშების დღე, ხვალ და ზეგ, 3-4 თებერვალს ფინალებია, რომელიც პირდაპირ […]
გივი მიქანაძე ISFED-ის და IDFI-ის განცხადებაზე – სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა

სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის და IDFI-ის განცხადებას პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მათი მხრიდან ეს განცხადება მანიპულაციურია, რადგან „იციან, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი […]
მიხეილ სარჯველაძე ეკა გიგაურზე – საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს, რაც ემსახურება ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება აქვთ

ეს არის ნამდვილი ტრასფარენტულობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ფაქტს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების” დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც, […]
“100 მილიონს უმაქნის ფეხბურთელებში იხდიან” – ანდერსონმა “იუნაიტედი” გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდერსონმა “მანჩესტერ იუნაიტედი” გააკრიტიკა. “მანკუნიანელთა” ყოფილი ნახევარმცველის თქმით, კლუბი ტრანსფერებში ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა მოთამაშეებს არასწორად არჩევენ. “დღესდღეობით პატარა კლუბები “ოლდ ტრაფორდზე” შიშის გარეშე თამაშობენ. “მანკუნიანელები” სატრანსფერო ფანჯარაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ, ყიდულობენ არაფრის მაქნის ფეხბურთელებს. თუ მოთამაშეში 100 მილიონ ევროს იხდი, რატომ არ ყიდულობ ნეიმარს ან მის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის […]
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი(კაკო) ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ, რომელიც მათ უფლებებს იცავს. გურო იმნაძე აცხადებს, რომ დაკავებულები აღიარებენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს (თუმცა – არა ჯგუფურად) და მზად არიან აანაზღაურონ ზიანი. “[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად […]
ორბანი აცხადებს, რომ რუსეთსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. მისი თქმით, უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. კერძოდ, თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. […]
5 ქართული ბრენდი ბავშვის ტანსაცმლის უმსხვილეს გამოფენაზე Playtime Paris-ზე წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ. 27-29 იანვარს, პარიზში გამართულ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი”, „რკო”, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids. საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, […]
ხაბეიშვილი: ოზურგეთში ავაშენებთ ყველაზე დიდი აეროპორტს დასავლეთ საქართველოში

ოზურგეთში მოსახლეობის 30%, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ოზურგეთში 50%-ს მოსახლეობის არ აქვს წყალი, ოფიციალურად, 53% არის სოციალურად დაუცველი, 70%-ს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და 5 წლის განმავლობაში. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს […]
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დაკავებულები, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას მოძრაობა ხმა ავრცელებს, რომლის წევრებიც არიან დაკავებულები. “გასაჩივრებული გვქონდა პატიმრობა და ვითხოვდით მის შეცვლას თავდებობით/გირაოთი. პროკურატურა კი ბრალის აღიარებასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გიორგიმ და კაკომ სასამართლოს პირველივე სხდომაზე თქვეს, რომ აღსრულების პოლიციის მანქანის […]
შფოთი: ფოთის თეატრის რებილიტაცია 14 წელია გრძელდება, ჯამში ₾28 028 910 დაგვიჯდება

ფოთში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია შფოთის ინფორმაციით, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციისთვის კიდევ 11 578 609 ლარია საჭირო. ორგანიზაცია წერს, რომ 2023 წელს კომპანიას მეგავატ.ჯი თეატრმა 274,650 ლარი გადაუხადა “შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის”. “ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში გადავიხადეთ 274 650 ლარი, ანგარიშის მიხედვით კიდევ […]