როგორ შოულობს ჩრდილოეთ კორეა უცხოურ ვალუტას წამწამების ექსპორტით? – Reuters

მხოლოდ 2023 წელს ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთში, 167 მილიონი დოლარის, 1680 ტონა ხელოვნური წამწამების, წვერისა და პარიკის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ცნობით, ამ საქონლის გადაფუთვა ხდება და პროდუქცია დასავლეთის ქვეყნებში იყიდება. ჩრდილოეთ კორეა მილიონობით დოლარს შოულობს ხელოვნური წამწამებისა და პარიკების ექსპორტით, რაც მთელ მსოფლიოში იყიდება, როგორც ჩინური პროდუქცია, ამის შესახებ Reuters-ი სილამაზის ინდუსტრიის […]
პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. კერძოდ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების […]
„ჰუსიტები“ – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

იემენელი „ჰუსიტები“ ირწმუნებიან, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ. “ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში“, – აღნიშნულია „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში. მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დედაქალაქი სანა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სხვა ტერიტორიები. „ეს დარტყმები უპასუხოდ […]
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე – ეს იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი ყოველდღიურად აკეთებს პარლამენტში

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, არამედ იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადებით სარჯველაძე 6 იანვარს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, […]
თსუ-ში ფუნქციური გამწვანებული სივრცეების მოწყობა გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის მიზნით, უნივერსიტეტმა შეისყიდა სასწავლო კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის საპროექტო მომსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს კანცლერის მოადგილის, გიორგი შამათავას თქმით, აღნიშნული მომსახურების პირველ ეტაპზე თსუ-მ მე-3 და მე-5 სასწავლო კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო. „სასწავლო კორპუსების შიდა ეზოებში მოეწყობა ფუნქციური სტუდენტური […]
ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრად ნაციონალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი დაინიშნა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრად ნაციონალისტი პოლიტიკოსი, Sinn Féin-ის ვიცეპრეზიდენტი, მიშელ ო’ნილი დაინიშნა. ო’ნილმა პირობა დადო, რომ “ყველას თანასწორობად ემსახურება და იქნება ყველას პირველი მინისტრი”, მათ შორის იუნიონისტებისაც. “ჩვენს ხალხში ყველას შორის შერიგებაზე მუშაობას მთელი გულით ვუერთგულებ. წარსული ვერ შეიცვლება, მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის უკეთესი მომავლის შენება”. – თქვა ო’ნილმა მისი დანიშვნის […]
გლდანის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში, გლდანის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანია წერს, გაზის მიწოდება დღეს, 4 თებერვალს, 15:00 საათზე აღდგება.
2050 წლისთვის შესაძლოა, სიმსივნის შემთხვევები 77%-ით გაიზარდოს – WHO

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ონკოლოგიური კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზის თანახმად, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 2050 წლისთვის 35 მილიონს გადააჭარბოს. ეს რიცხვი 2022 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 20 მილიონს, 77%-ით აღემატება. ზრდის მსგავსი მოსალოდნელი ტენდენციის მიზეზად სპეციალისტები თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებასა და სიმსუქნეს ასახელებენ. „სიმსივნის შემთხვევების სწრაფად აღმავალი რაოდენობა პოპულაციის ხანდაზმულობასა და ზრდას ასახავს, […]
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუთებზე ერთობლივი იერიშები განახორციელეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახოერციელეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუთების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს. ჰუთებმა, […]
5-8 თებერვალს საქართველოში მოთოვს, მთაში ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მთიან რეგიონებში ნისლს და ქარბუქს ელიან. ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია […]