ფსბ-მ ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით აღძრა საქმე

ფსბ-მ სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის წინააღმდეგ ოთხი მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმეები. ამის შესახებ უწყების საიტი იტყობინება. სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლის, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის, ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების განხორციელებისკენ საჯარო მოწოდებების ფორმით. ყველა ბრალდება ერთ სასამართლო საქმეშია გაერთიანებული. გამოძიების ვერსიით, პონომარიოვი „სპეციალური […]
გახარია ივანიშვილთან დებატებზე: მას არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარ Youtube-არხზე დაიწყო ახალი გადაცემა გახარიას კვირა, რომელიც ჟურნალისტ თეონა გეგელიას მიჰყავს. გეგელიას თქმით, გადაცემა ყოველი კვირის ბოლოს გავა და მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებით ყოფილი პრემიერმინისტრი მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს. გადაცემის პირველ ეპიზოდში, რომელიც Youtube-ზე დღეს აიტვირთა, გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებზე და მასში ივანიშვილის როლზე ისაუბრა. მისი […]
აშშ-ში მოპარულ მეხსიერების ბარათზე ნაპოვნი მკვლელობის კადრებით პოლიციამ დამნაშავე დაიჭირა

აშშ-ს ალასკის შტატში ქალმა ციფრული მეხსიერების ბარათის მოპარვის შემდეგ, მასზე მკვლელობის ამსახველი ვიდეო და სურათები აღმოაჩინა. კრიმინალური ისტორიის მქონე ქალი კაცთან ერთად პაემანზე იმყოფებოდა, როცა, მანქანაში მარტოდ დარჩენის შემდეგ, კაცს მეხსიერების ბარათი მოჰპარა. მეხსიერების ბარათზე ქალმა შემზარავი სურათები და ვიდეო იპოვა, რომელზეც სასტუმროში უცნობი ქალის ცემისა და გაგუდვის კადრები იყო ასახული. ამას გარდა, ვიდეოში დამნაშავის […]
ყოფილმა მსაჯმა “კვარას” წაქცევისას არდანიშნულ პენალტზე გააკეთა კომენტარი – რას ნიშნავდა ხვიჩას აღნიშვნა?

“ვერონასთან” მოგებულ მატჩში “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრამ და საერთოდ, მისმა თამაშმა იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. “ტუტოსპორტი” წერს, რომ ეს ევროგოლი იყო, calciomercato კი ქართველის აღნიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შეხვედრისას რამდენიმეჯერ მოუწოდა გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისაკენ, ხოლო როდესაც გაიტანა, ყურზე თითი მიიდო, თითქოს პუბლიკას მიმართა: “მე თქვენი არ მესმის”, რასაც გახარებული ტიფოზების […]
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა აპირებს, ისრაელის დახმარება, უკრაინის გარეშე მიიღოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას ისრაელისთვის $17.6 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას კენჭს უყრის. ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელებს შაბათს, 3 თებერვალს, აცნობა. მან ასევე აშშ-ს სენატი ისრაელის დახმარებისთვის უკრაინის საკითხის მიერთების მცდელობისთვის გააკრიტიკა. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა. […]
ოფიციალურად – ლაცაბიძე “შახტარის” ფეხბურთელი გახდა

19 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე თბილისის “დინამოდან” “შახტარში” გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკური კლუბი საიტით ავრცელებს. ლაცაბიძეს “შახტარმა” კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა და ის ახალ გუნდში ირაკლი აზაროვთან და გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად ითამაშებს. ლუკამ “მეშახტეების” რიგებში თურქულ შეკრებაზე უკვე რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერში თბილისის “დინამო” […]
ბილ გეითსმა საუკეთესო ჰუმანოიდი რობოტები დაასახელა

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტექნოლოგიების ლიდერმა, ბილ გეიტსმა, მოწინავე რობოტების სტარტაპებისა და ლაბორატორიების სია გააზიარა, რომლებიც მას შთააგონებენ. ჩამონათვალშია 3 კომპანია, რომელიც ჰუმანოიდური რობოტების შექმნითაა დაკავებული. ყველაზე ცნობილია Agility და მისი რობოტი Digit-ია, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა ადამიანის მსგავსი რობოტი. სიაშია, ასევე, Apollo-ს Apptronik-ი და RoMeLa-ს ლაბორატორიის მიერ შექმნილი ფეხბურთელი რობოტი ARTEMIS-ი. „რა არის უფრო სასარგებლო: რამდენიმე […]
ჯეიკ სალივანი: აშშ არ ერევა უკრაინის შეიარაღებული ძალების საკადრო საკითხებში

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, კვირას CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერევა უკრაინის ხელისუფლების საკადრო გადაწყვეტილებებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. „უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები“, – თქვა სალივანმა. ჯო ბაიდენის მრჩეველმა უპასუხა კითხვას, იყო თუ არა თეთრი სახლი ინფორმირებული უკრაინის ხელისუფლების მიერ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების […]
ბენ შაპიროს ახალმა სიმღერამ iTunes-ზე პირველი ადგილი დაიკავა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორისა და კონსერვატორული პოდკასტის Daily Wire-ის წამყვანის ბენ შაპიროს ახალმა სიმღერამ მუსიკალურ აპლიკაცია iTunes-ში პირველი ადგილი დაიკავა. რეპის სტილის სიმღერამ, რომელსაც “ფაქტები” (Facts) ჰქვია, ბოლო პერიოდში მეგან თი სტალიონის, ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯეკ ჰარლოუს მიერ გამოშვებულ სიმღერებს გადაუსწრო. ბენ შაპირომ აღნიშნული სიმღერა კანადელ რეპის არტისტთან ტომ მაკდონალდთან ერთად შექმნა. სიმღერის ტექსტი აშშ-ში ე.წ. […]
საუკეთესო ადგილები ევროპაში ზამთრის „თბილად“ გასატარებლად – euronews

euronews-მა ზამთრისთვის კომფორტული ადგილები დაასახელა მათთვის, ვისაც მზეზე ყოფნა და ცივი ზამთრის დავიწყება სურს. პორტალი თბილი ზამთრის მსურველებს ევროპის მზიან ადგილებს სთავაზობს. ჩამონათვალშია: მადეირა პორტუგალიაში, სიცილია იტალიაში, კვიპროსი, კანარის კუნძულები და მალტა. მადეირა, პორტუგალია მადეირა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუნძულია ევროპის საუკეთესო პეიზაჟებით – ბოტანიკური ბაღებითა და თვალწარმტაცი სანაპიროთი.ზამთრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 21°C-ია. სიცილია, იტალია […]