ძალიან ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი – საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. სინოპტიკოსების ცნობით, 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების […]
4 თებერვალს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” პირველი ტურის მატჩებით გაიხსნა

4 თებერვალს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” პირველი ტურის მატჩებით გაიხსნა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ნათია არჯევანიძე გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური თამარ ფულარიამ მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ნათია არჯევანიძე II ადგილი – ალეკო მანაშვილი III ადგილი – კახაბერ ნაჭყებია IV ადგილი – კახა ალთუნაშვილი V-VI ადგილი – ხათუნა გიორგობიანი V-VI ადგილი […]
დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტალის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო […]
გახარიას თქმით, ივანიშვილს “არ აქვს რესურსი”, რომ მასთან დებატებზე უარი თქვას

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გახდება ქართული ოცნების პოლიტიკური კამპანიის სახე და ლიდერი, ეს ნიშნავს, რომ – ის ან აყალბებს 2024-ის საპარლამენტო არჩევნებს, ან შეეგუა აზრს, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას გადააბაროს. გიორგი გახარიამ ეს განცხადება საკუთარ YouTube-ის არხზე დაწყებულ ახალ გადაცემაში გააკეთა, რომელსაც […]
ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ტყის ხანძრების წინააღმდეგ, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს. ხანძარმა ასევე სერიოზულად დააზიანა7 სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა […]
„გრემის“ გამარჯვებულებს შორის ბილი აილიში და ტეილორ სვიფტი არიან

ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური პრემიით, „გრემით“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია. წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს ბილი აილიშის What was I made for? ის დაიწერა ფილმისთვის „ბარბი“. საუკეთესო ალბომისთვის Midnights „გრემი“ მიიღო მომღერალმა ტეილორ სვიფტმა. მას კარიერის განმავლობაში უკვე 14 „გრემი“ აქვს, მათ შორის 4-ჯერ წლის ალბომისთვის. საუკეთესო როკ-ალბომად აღიარეს ჯგუფ Paramore-ის This is Why. რეპის საუკეთესო […]
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე. „ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო(ხელმძღვანელობის)“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეკითხვას გენერალ ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ. ბოლო დღეებში უკრაინის და […]
ჯო ბაიდენი კონგრესს – თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ. „მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე მოიცავს ორ სხვა მნიშვნელოვან […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სენატში შეთანხმდნენ 118-მილიარდიან პაკეტზე, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მომგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ […]