თეა ახვლედიანი – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის […]
„იანვარში შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობას ეხება“ – კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 60 განაცხადი დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება […]
10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე – Spielwarenmesse 2024

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელი“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები. „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით, ქართული კომპანიების მომზადებისა […]
BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის – ახალი მასშტაბური კამპანია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის მასშტაბურ პროექტს იწყებს. საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, შეხვედრები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, შიდა გამოცდისთვის მოსამზადებელი შეხვედრები, პანელური დისკუსიები – ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც BTU მაგისტრანტობის კანდიდატებს სრული დაფინანსებით, საჩუქრად სთავაზობს. დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე. უნივერსიტეტში […]
სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო – ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა

„ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა. სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტები 14 თებერვლიდან საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ვადის 90 დღით, ანუ 14 მაისამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი 9-ჯერ დაუჭირა.
ანა ბუჩუკური – ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს

ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ქცევა ღიმილისმომგვრელია. “ღიმილისმომგვრელია, მათ შორის, თავმჯდომარე როგორ იქცევა. ამ შემთხვევაში ბატონ ოხანაშვილზე მაქვს […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. „გაგრძელდება თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა სამედიცინო […]
ირაკლი ჩიქოვანი – ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის ძალებისთვის პროდუქციის სწრაფ და დაბალ ფასში მიწოდებას უზრუნველყოფს. „თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, […]
მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული

ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა წარმოდგენილი, რომელსაც ყველა გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია. „მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა და ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად, ყველა გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ან მათ მიერ დასმულ კითხვებს, ალბათ, […]