იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი გვექნება – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წელს აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 130 ფილიალი მოემსახურება მოქალაქეებს. „ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ვგულისხმობ გლდანის ფილიალს, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, […]

რატი ბრეგაძე: გაიზრდება პროექტ „რე-მარკეტის“ მასშტაბი, რის შედეგადაც დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება

პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველ მაღაზიაზე ისაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია. კერძოდ, წერეთლის გამზირზე. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ონლაინ მაღაზიაში და იგივე, WOLT-ის მეშვეობით, პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და შესაბამისად, შეიტანოს თავისი წვლილი პატიმართა რესოციალიზაციაში. ყველას მოგიწოდებთ რა თქმა […]

რატი ბრეგაძე: გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი

რატი ბრეგაძე: გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამართლებრივ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ,,გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით. შედეგად, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის […]

ნინო წილოსანი: ქართული ხორბალი მისი უნიკალურობიდან გამომდინარე სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ

ქართული ხორბალი უნიკალურია – თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. მას საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ხორბლის სხვადასხვა სახეობას შორის და ის ბევრი სხვა ჯიშის მიღების საფუძველიც გახდა. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ. ეს კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ […]

რუსეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, კარელიის მხარეში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა . სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენთან კავშირი 4 თებერვალს შეწყდა. ის ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. უწყების ცნობით, ვერტმფრენზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. დღეს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტბის სანაპიროდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს, იმ ადგილზე, სადაც ფრაგმენტები ნახეს, ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდე მერყეობს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი” გახდა

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მეტროპოლი” ამჟამად აქტიურად მუშაობს ოთხ სამშენებლო პროექტზე „მეტროპოლ ქავთარაძე” „მეტროპოლ ბაგები”, „მეტროპოლ კუბი” და „მეტროპოლ ოვალი”. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი” ოპერირებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმში. კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ სივრცეების ქმნის, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები. აღსანიშნავია, […]

ფარმაცევტული კანონმდებლობის რეფორმა, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდა – ახალი სამთავრობო პროგრამა

სამთავრობო პროგრამაში, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, ჯანდაცვის სფეროს განვითარების პრიორიტეტებზეცაა საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია და მოქალაქეზე ორიენტირებული და სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი გაძლიერება მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთი-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. დოკუმენტის […]

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ელექტრონული მოწმობებით უფასოდ ჩანაცვლდება

იუსტიციის მინისტრმა ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. “2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქეთში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილავს ახალ მექანიზმს, რომლითაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი იქნება შესაძლებელი. „წინა მარცვლეულის შეთანხმება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა დავინახეთ, რომ არსებობს სხვა მექანიზმით მუშაობის შესაძლებლობა. ზუსტად ახლა გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ეს მექანიზმები“, – განაცხადა ჰაკან […]

წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზე, ეკონომიკური ზრდა 5.4%-ზე, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%-ზეა მოსალოდნელი – Galt&Taggart

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე. საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 2024 წლის იანვარში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, წინა თვეში არსებული 0.4%-იანი ინფლაციის შემდეგ. იანვარში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა სურსათის ფასების წლიურ […]