აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ისაუბრა. ვედანტ პატელი ასევე აცხადებს, რომ ის არ აპირებს წინასწარ გამოთქვას ვარაუდები მათი მხრიდან რაიმე ქმედებებთან […]

დღეს, ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებთან თეთრ ხალათიანთა აქცია იგეგმება

დღეს, ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებთან თეთრ ხალათიანთა აქცია იგეგმება დღეს, 16:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებთან თეთრხალათიანთა აქცია გაიმართება. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აქვეყნებს. “დღეს ექიმთა საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე გადაწყდა, რომ ხვალ სამედიცინო დაწესებულებების წინ 16:00 საათზე , საქართველოს ყველა რეგიონში, ჩატარდეს თეთრხალათიანთა აქცია. შემდეგი ძირითადი გზავნილებით: ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება […]

4 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 4 დეკემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდგარი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, […]

„არ ვიცი, ბიუჯეტის დეფიციტი რანაირად უნდა შეივსოს… ჩვენ ეკონომიკურად ძალიან მძიმე დღეები გველის“ – იაგო ბიტარიშვილი

აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად იმატებს შეშფოთება ბიზნეს წრეებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შეფასება ,,კომერსანტმა’’ მეღვინეობა ”იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელს იაგო ბიტარიშვილს სთხოვა. მეღვინე ამბობს, რომ მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე დარჩენას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, ქვეყანას წინ მძიმე დღეები ელოდება და ამას მოსახლეობა მოკლე პერიოდში იგრძნობს. ,,თუ ეს სიტუაცია დიდხანს […]

რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ბიუჯეტმა, დარბევის კადრების გაშუქების შემდეგ, ტურისტები რომ ჩამოვიდნენ? – GTI Alliance (bm.ge)

“როგორ წარმოგიდგენიათ, როცა რუსთაველის კადრების აშუქებს საერთაშორისო მედია, რამდენი მილიონი უნდა დახარჯოს ქვეყნის ბიუჯეტმა, რომ ტურისტებს უთხრას, ჩვენთან მშვიდობაა, მობრძანდით და დაათვალიერეთო?” – ტურიზმის სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი დარბევის გავლენაზე “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის” თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი საუბრობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მსგავსი ვითარება შენარჩუნდება, ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სრულ კრიზისად გარდაიქმნება […]

პატელი: ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებით, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობით. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით ჟურნალისტებზე თავდასხმისა და დაკავების შესახებ და მიიჩნევს, რომ თავისუფალი პრესა ქვაკუთხედია დემოკრატიული სისტემის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ აქცია იყოს მშვიდობიანი და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებები, […]

ედისონის ცენტრის განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, დაარსების დღიდან გამოირჩევა მკაფიო და პირდაპირი პოზიციით. ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ საქმიან კრიტიკას ვინმეს მიმართ, იქნება ეს სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია), სახელმწიფო თუ მსხვილი ენერგეტიკული ორგანიზაციები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პროფესიული ეთიკა და წესიერება ყველაფერზე მაღლა დგას. ახლაც, ჩვენი ქვეყნისთვის […]

რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებები იყო

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან. შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკში რუსეთის უმსხვილესი პორტი და არაერთი დიდი საწარმო მდებარეობს. ქალაქში დისლოცირებულია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა. საჰაერო განგაში 4 დეკემბერს, ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ ტელეგრამ-არხით მოუწოდა, უპილოტო […]

2024 წელს საქმიანი მოგზაურების თითქმის 80%-მა მოგზაურობის შეფერხება განიცადა

მსოფლიოში 2024 წელს საქმიანი მოგზაურების 78%-ი დაზარალდა მოგზაურობის შეფერხებით. საერთო ჯამში, ფორსმაჟორული მოვლენების რაოდენობა იგივე იყო, რაც ერთი წლის წინ, მაგრამ მათი მიზეზები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეგიონის მიხედვით, ნათქვამია მოგზაურობის მართვის პლატფორმის TravelPerk-ის მოხსენებაში. მისი შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს 4 ათასი საქმიანი მოგზაურის გამოცდილება დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ესპანეთიდან და ასევე გააანალიზეს საერთაშორისო საჰაერო სერვისების მონაცემები. […]

ამ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს – შულცი

საქართველოს ამ მთავრობის პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სვენია შულციმ განაცხადა. მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს. “საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები არ განხორციელდება, არც სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ” – ამბობს შულცი.