ცხინვალი მოუწოდებს თბილისს, მოიშოროს “ილუზიები”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთებულა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის აქტუალური არ არის. ოს ხალხს, […]

პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას უმრავლესობის დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ

პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ. ოქტომბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განახილვისას ზურაბიშვილის დარბაზში შესვლის დროს უმრავლესობა ფეხზე არ წამოდგა. დღეს, 6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო მოხსენება იქნება. “დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, […]

მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა,- ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი”, – აღნიშნეს უწყებაში.

იაგო ხვიჩია – ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით პრეზიდენტის ბრძოლამ აზრი დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლამაც – ველოდები შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე „ქართული ოცნების“ მხრიდან

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლისაც – ველოდები უფრო შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში, პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ მოხსენებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხოლოდ ერთი თხოვნა ექნება, რომ შეწყალებით რამდენიმე ადამიანს ცხოვრება გაუმარტივოს. […]

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის წინასწარ პირობებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი, ერთიანი, სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას და მხარს უჭერს მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ფონდის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, უკრაინის მექანიზმი გააერთიანებს ქვეყნის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას ერთ ინსტრუმენტად, რომელიც […]

ბექა ლილუაშვილი – მგონია, „ოცნებამ“ მოშესთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაუნიშნა მრჩევლად – მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები

მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშესთან, ცნობილ პიარ-ტექნოლოგთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” დაუნიშნა მრჩევლად, რადგან ერთი და იმავე „მესიჯბოქსით” საუბრობენ – ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი პოლიტიკოსებს, ვინც მისი პარტიის მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, ურჩევს, რომ საკუთარ […]

ირაკლი ზარქუა – დასამალი რა გვაქვს?! – პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან

დასამალი რა გვაქვს?! – პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. „არ მაქვს ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ბიუროზე დამტკიცებულია, რომ ყველა ჯგუფს ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, მოუსმენენ. თუ “ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები არ აქვს, ეს […]

გიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?!

სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ასევე საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია საარჩევნო წელს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით. „უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში […]

გიორგი გუგუჩია – ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები ეცნობიან. „ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის […]

წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია 14 სახლი. უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივ. აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის და გაზის გარეშეა დარჩენილი.