წითელი ჯვარი: ვეძებთ 6 წლის გოგოს ღაზაში, რომელიც მანქანაში იყო ჩაკეტილი და შველას ითხოვდა

პალესტინის წითელი ჯვრის ინფორმაციით, ისინი 6 წლის ჰინდ რაჯაბს და მის გადასარჩენად წასულ მაშველებს ეძებენ. 6 წლის ბავშვი წითელ ჯვარს ტელეფონით დაუკავშირდა და მოუყვა, რომ მანქანაში იყო ჩაკეტილი ოჯახის გარდაცვლილ ექვს წევრთან ერთად. “მე გეუბნებით, რომ ისინი მკვდრები არიან. ტანკი მოდის ჩვენკენ, ძალიან, ძალიან ახლოს არის” – თქვა ზარის დასასრულს 6 წლის გოგომ. ჰინდ რაჯაბი […]

ზურაბიშვილი: ანტიდასავლურმა გამოძახილებმა სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა

საქართველოს ევროპული ორიენტაცია გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ, აქცენტები შეეცვალა. ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ […]

პრეზიდენტი: რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! – ჩვენ ეს გავლილი გვაქვს

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროინტეგრაციას დაეთმო. პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილების გამო. პრეზიდენტმა ილაპარაკა ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე. „გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც, ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: […]

პრეზიდენტი “აგენტების კანონს” და იმპიჩმენტის პროცესს ერთ კონტექსტში განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ბოლო საპრეზიდენტო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. მან სწორედ ამ დროს ახსენა ე.წ. აგენტების კანონი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი. “2023 წელს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო […]

კასტა დოვლათს ინაწილებს – კლანები და მონები – ელიტარული კორუფცია – პრეზიდენტის ბრალდებები ხელისუფლებას

“ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, […]

“გავრილოვის შემოშვება, ანტიეროვნული რიტორიკა” – პრეზიდენტის მიმართვა კობახიძეს

“მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ […]

“რუსეთთან ფრენების აღდგენა, “ფეესბეს” შემოსვლა, სტალინის ხატი სამებაში” – პრეზიდენტი რუსული გავლენების გაზრდაზე

“გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები […]

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს უფლება, თქვენგან ეს მოისმინოს” – პრეზიდენტი

“საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული […]

რა არის ის, რასაც “როტაციის პრინციპს” არქმევენ? – პრეზიდენტი ძალაუფლების არნახულ გაძლიერებაზე

“გამოწვევები არ დაგვკლებია დემოკრატიის კუთხით: 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი – ,,ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ […]

McDonald’s-ის გაყიდვები შემცირდა – Reuters

McDonald’s-მა კვარტალური გაყიდვების ანგარიში წარმოადგინა. პირველად 4 წლის განმავლობაში, კომპანიამ გაყიდვების ვარდნა დააფიქსირა, რაზედაც ახლო აღმოსავლეთის ომმა და ჩინეთსა და ინდოეთში შემცირებულმა შემოსავლებმა იმოქმედა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ McDonald’s ერთ-ერთია იმ რამდენიმე დასავლურ ბრენდს შორისაა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სავარაუდო, პროისრაელის პოზიციის გამო ბოიკოტი შეეხო. Zacks Investment Management-ის კლიენტთა პორტფელის მენეჯერმა, […]