მღვდელი შალვა კეკელია ბასიანთან პარაკლისის ჩატარებას აპირებს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ ბასიანთან პარაკლისის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ კეკელიამ ქადაგებისას თქვა. “მინდა, რომ მივიდე იმ კლუბთან, იმ ბასიანთან… მინდა, რომ იქ პარაკლისი გადავიხადო, არასაკამათოდ. ახალგაზრდები ღამის 12 საათზე აპირებენ მისვლას, როგორც დავადგინე, ჩვენ ღამის 11 საათზე მივიდეთ უბრალოდ, პარაკლისი გადავიხადოთ მშვიდად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა […]

(რ) Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო. წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგო და 250 მენტორი დარეგისტრირდა. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგოს ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. ოთხი […]

„ცხოვრება არის მოძრაობა“ – CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორის წარმატების ფორმულა

Forbes Woman-ის კითხვას, “რა არის თქვენი წარმატების ფორმულა”, CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია პასუხობს. ჟურნალისტი იხსენებს, რომ თამარი ერთადერთი რესპონდენტია, რომელმაც თავისი წარმატების ფორმულა გულწრფელად გააჟღერა და საკუთარი წარმატებაც ერთ ჭეშმარიტებას დააფუძნა – “ცვლილებები გარდაუვალია!” თამარ გახარია ელენე კვანჭილაშვილთან, წარმატების ფორმულაზე საუბრისას, თავის პირველ სამსახურს იხსენებს. “ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ტემპი იყო სრულიად არაადეკვატური, […]

ტატო გრიგალაშვილი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი გახდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა შორის ჩატარებული 2023 წლის საუკეთესოების გამოსავლენი გამოკითხვა შეაჯამა და მისი შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოაცხადა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ამ გამოკითხვის გამარჯვებული. სპეციალური დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის დირექტორმა არმენ ბაგდასაროვმა გადასცა.

ყარაბაღელი სომხები დახმარების სანაცვლოდ ყარაბაღიდან ამოწერას აპროტესტებენ

ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წელს ყარაბაღიდან დევნილ სომეხ მოსახლეობას სომხეთში რეგისტრაციის გარდა, ყარაბაღის მისამართიდან ამოწერაც მოსთხოვეს, რამაც დევნილებში პროტესტი გამოიწვია. სომხეთის ოფიციალური ცნობით, ორი თვის განმავლობაში 100 ათასი დევნილიდან განაცხადი სომხეთის მოქალაქეობაზე მხოლოდ 735 ადამიანმა შეიტანა. დროებითი დაცვის სტატუსთან [რაც დევნილილს სტატუსს უტოლდება] დაკავშირებით ცნობა კი 53 ათასმა პირმა მიიღო. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ოფიციალურად მიიღო […]

სააკაშვილი: ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ ახლა “ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო არ არის”. ამასთან, სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ის ყველა დასავლურ ძალას სთავაზობს, ჩამოყალიბდნენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. “პრეზიდენტ […]

მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასრულდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნაზე გამოვიდნენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები. სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა. მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გაიღო პრეზიდენტად […]

რუსული ჯარები გააფთრებით ცდილობენ დაიპყრონ ქალაქი კუპიანსკი – ვიცე-პოლკოვნიკი ივან შევცოვი

რუსეთისა ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დაპყრობასა და მდინარე ოსკოლ-შევცოვის მარცხენა სანაპიროს საზღვრამდე გასვლას ცდილობენ, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში უკრაინის გვარდიის მოიერიშე ბრიგადის (“ფოლადის სალტის”) პრესსამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივან შევცოვმა, განაცხადა მისივე თქმით, ამ მართულებაზე რუსი სამხედროები ცდილობენ აღადგინონ ის დიდი დანაკარგი, რომელსაც ფაქტობრივად ყოველ დღე განიცდიან. „ თითქმის ყოველდღე […]

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა. 6 თებერვალს ბეკტენოვის კანდიდატურას ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისმა კენჭი უყურა. პრემიერმინისტრს 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა შვიდმა. მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თანამდებობა შეინარჩუნა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ, რომელიც ახალ მინისტრთა კაბინეტში პრემიერის მოადგილეც იქნება. 5 თებერვალს ყაზახეთის პრემიერმინისტრი ალიხან სმაილოვი და […]

კლუბი „ბასიანი“ 19 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კლუბ „ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ. როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს. „ბასიანის“ განმარტებით, მათ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში ცილს სწამებენ, რის გამოც, მიზანშეწონილად მიაჩნიეს მომხდარის შესახებ მათ ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო […]