ლევან დავითაშვილი – იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება

იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, […]
ლევან ხაბეიშვილი – მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას

მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის გაერთიანებაზე მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ისინი მიესალმებიან ყველა სახის ერთობას „თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების შეძლებენ“. „ჩვენ გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, შესაბამისად, მივესალმებით ყველა სახის ერთობას თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა ევროპაა, ვინაიდან, ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია – მალე უკრაინაც იქნება ევროკავშირში

მალე უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკრაინელი ერის ღრმა სურვილია. “კონტრასტი [უკრაინაში არსებულ] ვითარებასთან სულ რაღაც 10 წლის წინ არ შეიძლება უფრო გასაოცარი იყოს. მაშინ პრორუსული რეჟიმი უკრაინაში ავტორიტარულ კანონებს იღებდა და მომიტინგეებს ქუჩებში კლავდა. დღეს […]
ლევან დავითაშვილი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის – მომდევნო წლებში ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება

ჩვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, სტაბილური ზრდა-განვითარების შესახებ ყოველთვიურად მართლდება და ახლა უკვე 2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული , – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური […]
ლაშა ხუციშვილი – მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებაზე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ამოცანის […]
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ჯარიაშენისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯარიაშენსა და ქვეშში ჩავიდა, გაეცნო ვითარებას და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლების მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. „ამასთან, ხაზი გაუსვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებისთვის დამხმარე საშუალებების ნაკლებობას. როგორც გამოიკვეთა, სოფლებში არ არის აფთიაქი, ამბულატორიები საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო […]
The New York Times – ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა

ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. The New York Times-ის ცნობით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის მიღებაში დაეხმარა და ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი გაყინული აქტივი, რომელიც გაერო-ს სანქციების შემადგენლობაში შედიოდა, განბლოკა. რუსეთის მთავრობამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს რუსულ […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.84 თეთრით. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6622 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8565 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.
Kyiv Post: უკრაინელი სპეცრაზმელები სუდანში რუს დაქირავებულებთან ბრძოლას აგრძელებენ

ინგლისურენოვანი უკრაინული მედია Kyiv Post-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მათი ცნობით, სუდანში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპეცრაზმელი კსკ ვაგნერის დაქირავებულ სამხედროს კითხავს. გავრცელებულ ვიდეოში პირი, რომელიც მედიის ცნობით უკრაინელი სამხედროა დაკითხვას უტარებს სამ ტყვეს, რომელთაგან ერთი, ეთნიკურად რუსია, დანარჩენი ორი კი შავკანიანები არიან. რუსულენოვანი ტყვე დაკითხვის დროს ამბობს, რომ ის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის […]