საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოხალისეთა ორგანიზაციას – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორმა, მალხაზ ქარაზანიშვილმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, სტუმრის სტატუსით […]

ჩოხატაურის მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. როგორც ჩოხატაურის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელთან შეაფერხა. მისივე განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან, ამასთან ზარალის დათვლა მიმდინარეობს. “საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო […]

ვახტანგ ჭარაია – აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობა ამ ქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის – პროცესი კი ორივე ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს

„შუა დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვთარება – ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საუბრობს: მოგესალმებით ბატონო ვახტანგ ჭარაია. თქვენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით და სწორედ ამიტომ, მინდა ვისაუბროთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. ცნობილია, რომ 2020 წლის შემდეგ შუა დერეფნის საკითხი წინა „პლანზე“ წამოვიდა. როგორც ვიცით, აღნიშნული დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან. […]

ირაკლი ქარსელაძე – 2024 წელს მოძრაობა გაიხსნება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90 კმ მაგისტრალურ გზაზე – თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3 – 3.5 საათი დასჭირდება, თითქმის განახევრდება კახეთისკენ გადაადგილების დროც

2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ-ზე მეტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. „ინტენსიური სამუშოები მიმდინარეობს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ისტორიული […]

ოთარ შამუგია – 2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი

2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე […]

ოთარ შამუგია – 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით

თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ […]

ოთარ შამუგია – სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა – ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 32 ათასზე მეტს შეადგენს , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს როგორც ცხოველების უფასო ვაქცინაციას, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, რისთვისაც გამოყოფილია სათანადო […]

ლაშა ხუციშვილი – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა საბაჟო მიმართულებით პროექტების წარმატებით დანერგვისთვის

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა საბაჟო მიმართულებით რიგი პროექტების წარმატებით დანერგვისთვის (მათ შორის, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემისა” (NCTS) და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაცია). ასევე, მისი თქმით, გაგრძელდება საბაჟო ინფრასტრუქტურის სრული განახლების პროცესი. ლაშა ხუციშვილის თქმით, […]

თბილისის სპორტის სასახლეში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი ჩატარდება

9-11 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი ჩატარდება. პირად პირველობაში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობა და თბილისის მსოფლიო თასზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს. ქართველ გულშემატკივართა წინაშე მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ნაკრების უკვე გამოცდილი წევრები და ნიჭიერი ახალგაზრდები წარდგებიან, რომლებისთვისაც პლანეტის საუკეთესო მოფარიკავეებთან შეხვედრები უდიდესი გამოცდილება იქნება. მსოფლიო […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 7 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მანდელშტამის, რამიშვილის, წულუკიძის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]