ოთარ შამუგია – 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და […]

ლევან ხაბეიშვილი – გადასახადებს 2 -ჯერ ზრდით, ფასები 2-ჯერ იზრდება, მოქალაქეების შემოსავალი კი არა – ხალხს კანონის სახელით ძარცვავთ და ხარკს ადებთ კისერზე, როგორ ააწყეთ ეს სისტემა?

მოქალაქეებს რას ეუბნებით ყველაფერს რომ უძვირებთ? – 2-ჯერ რომ გაზარდეთ გადასახადები, სად მიგაქვთ ეს თანხები?, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილს, რომელსაც ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება, ასევე, ძვირდება სახელმწიფო სერვისები. ის დაინტერესდა თუ სად მიაქვს სახელმწიფოს […]

ოთარ შამუგია – ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება – ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება, 19 მლნ ლარია გათვალისწინებული

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს და დაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის […]

ლაშა ხუციშვილი – საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან

საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა. მისი თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა „მსოფლიო ბანკის“ ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, „მსოფლიო ბანკთან“ თანამშრომლობის 30 წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ „აზიის განვითარების ბანკის“ ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, […]

ირაკლი ქარსელაძე – 2023 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური 2024 წლის შედეგები იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეკონომიკური მიმართულების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელი წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ამასთან, გასული წლის ბიუჯეტი სამინისტრომ გადაჭარბებით, 102,6%-ით შეასრულა, 2024 წლის ბიუჯეტის გეგმა კი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 […]

ოთარ შამუგია – მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით

შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის უკვე ძალაშია შესული. გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების […]

პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს – თამთა მეგრელიშვილი

პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს – თამთა მეგრელიშვილი „პრეზიდენტის რეალურ პოლიტიკას აცდენილი პოლიტიკური შინაარსის გამოსვლები არის იმის ფაქტობრივი დადასტურება, რომ ანტისახელმწიფოებრივი მიზნით მომართულმა ფულმა ამ პოლიტიკურ შრეში უკვე შეაღწია“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და ამით ის აფასებს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს. როგორც მეგრელიშვილი წერს, პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს და მათ […]

„იანდექსი“ ორ სხვადასხვა კომპანიად გაიყოფა – რა უნდა ვიცოდეთ

რუსული ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსი“, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს-სფეროშია წარმოდგენილი [საქართველოში – „იანდექს ტაქსით“, იგივე YandexGo], ორ ნაწილად გაიყოფა. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედუზას“ თანახმად, კომპანიის ერთი ნაწილი, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex N.V. უცხოურ აქტივებს გადაიბარებს, ხოლო რუსეთში მოქმედ კომპანიას ახალი მფლობელები ეყოლება. რას წარმოადგენს „იანდექსი“? კომპანია 1997 წელს, რუსეთში დაარსდა და თავდაპირველად საძიებო სისტემა იყო. წლების განმავლობაში კომპანიამ […]

ჩილეში ტყის ხანძარს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ტყის დიდი ხანძრების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დასახლებებს, გაანადგურა მთელი უბნები. პრეზიდენტმა გაბრიელ ბორისმა განაცხადა, რომ ქვეყანა “ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის” წინაშე დგას. მან ორშაბათს ჩილეში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ხანძარი, რომელიც გასულ კვირაში, პარასკევს, შესამჩნევად გაძლიერდა, ახლა საფრთხეს უქმნის ვალპარაისოს პროვინციის ქალაქების, ვინია-დელ მარისა და […]

NY Times-ი ჩრდილოეთ კორეის მიერ ცხინვალის ბანკში ანგარიშის გახსნაზე წერს

რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა ჩრდილოეთ კორეას. ამასთან, განბლოკა გაეროს მიერ სანქცირებული ჩრდილოეთკორეული აქტივების ნაწილი. ინფორმაციას აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს. განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება მისცა, რუსულ ბანკებში გაყინული დაახლოებით 30 მილიონი დოლარიდან ცხრა მილიონი დოლარი განებლოკა. ვარაუდობენ, […]