ირაკლი ქარსელაძე – 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაგრძელებთ ურბანული განახლების პროექტებს. მათ შორისაა პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და […]

ოთარ შამუგია – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება […]

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ იფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

დავით უსუფაშვილი – რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა

რატომ გრძელდება მსოფლიო მასშტაბით თავმოჭრილი კომპანიებისთვის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიცემა? – ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონი რომ მსგავს კომპანიებთან კავშირს არ კრძალავს, ეს პასუხის მისთვის მისაღები არ არის. „ბატონ ქარსელაძეს მე არაერთხელ მოვუწონე კომპეტენცია, როდესაც „მინისტრის საათზე“ მობრძანდა. ამაში […]

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, ახალი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მარნეულში, ფორუმის პირველ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დელეგატებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. „ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა იმირის გადაჭრილი გორა და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, იმყოფებოდნენ მარნეულის სასურსათო ქარხანაში, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას […]

ნინო წილოსანი ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს – „ლელოს“ თაღლითური სქემაა, ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000-ლარიან პენსიას – რა თეორიული შანსები არსებობს და თუ მოიპოვება ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში?

ფინანსთა მინისტრს მინდა ვკითხო, ასეთი „ქეისია”: „ლელოს“ თაღლითური სქემაა, რომ ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000 – ლარიან პენსიას, რაშიც თავადვე აღიარებენ, რომ ახლა კი არა, სადღაც 4-5 წლის თავზე ბიუჯეტი უნდა გავაორმაგოთო, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ლაშა ხუციშვილს. ის დაინტერესდა, არსებობს თუ არა ამის თეორიული შანსი და […]

ოსიმენის ჯანმრთელობის გამო ნიგერიელები ძალიან შეშინდნენ

აფრიკის თასის მეოთხედფინალში ანგოლის 1:0 დამარცხების შემდეგ, ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს აბიჯანში ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუწია დარჩენა. Sky Sport-ის ცნობით, ოსიმენს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა და გულშემატკივრები ძალიან შეაშინა, რადგან შეიძლებოდა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკასთან ვერ ეთამაშა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, სერიოზული არაფერი არ აღმოაჩნდა, უკვე გაფრინდა ბუაკეში და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. […]

ერდოღანი და პუტინი უკრაინისა და მარცვლეულის შეთანხმების საკითხებს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაეპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ანკარაში შეხვედრისას, უკრაინისა და მარცვლეულის შეთანხმების საკითხებს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ავრცელებს. მინისტრს არ განუმარტავს ზუსტად როდის აპირებენ პრეზიდენტები შეხვედრას. ეს პუტინისთვის პირველი მოგზაურობაა, ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ომი დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი თურქეთში […]

კულება: სამთავრობო ცვლილებს არ ექნება გავლენას პარტნიორებთან ურთიერთობებზე

უკრაინის პრეზიდენტი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მის განცხადებაში, აღნიშნულზე საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვა „გადატვირთვა“ გამოიყენა და დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეიცვლება გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი და რამდენიმე სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი. „არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაიმე ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე“,- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რომელსაც […]

კრემლი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარლსონის სავარაუდო ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებს

კრემლში არ უპასუხეს სამშაბათს დასმულ კითხვას, ეწვია თუ არა მოსკოვს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი. მოსკოვში, რამდენიმე ადგილზე გადაღებული ტაკერ კარლსონის სურათები, რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. აღნიშნულმა გააჩინა კითხვა, გეგმავს თუ არა ის ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტთან. თუ ეს მოხდა, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი გახდება პირველი დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი […]