აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპი არ არის დაცული საარჩევნო დივერსიის ბრალდებებისგან

შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს არ აქვს იმუნიტეტი სამართლებრივი ბრალდებებისგან, რომ 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მისი შედეგების შეცვლას გეგმავდა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ დადგენილებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა უპრეცედენტო სისხლის სამართლის პროცესს. აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, უარყო ტრამპის საჩივარი […]

ჩერგოლეიშვილი: პარტიებს სხვაგან აქვთ საქმე საკეთებელი, ხალხთან არის ნდობა აღსადგენი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. ჩერგოლეიშვილის თქმით, იგი იდეის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და მათი ნდობის დაბრუნება. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა რეზიუმეში ისაუბრა. “თავისთავად იმაში, რომ პრეზიდენტი ცდილობს ამ ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ ველზე რაღაც ტიპის […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დიდთოვლობამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, გაუწმენდავი გზების გამო გართულებულია გადაადგილება. ცხინვალის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ჩაწყვეტილია. ადგილობრივმა ენერგეტიკოსებმა 7 დაზიანება აღმოჩინეს, თუმცა მათი შეკეთება ჯერ ვერ ხერხდება. ოსური მედიის ცნობით, სამშაბათს ოკუპირებული ცხინვალის სკოლები და ბაღები დახურეს. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, გათბობის სისტემა გაითიშა. […]

ოთარ შამუგია: „თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“

“44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის […]

“თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ვითანამშრომლებთ” – სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთობის პლატფორმა ევროპისთვის ერქმევა. სამადაშვილის თქმით, პარტია ლელო ყოველთვის ითანამშრომლებს ყველა იმ პლატფორმასთან, რაც ევროპულ დღის წესრიგს შეეხება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ ზურაბიშვილს “შესაბამისი ფორმატი ექნება”, ამ შემთხვევაში, ლელო მასთან ითანამშრომლებს. “ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით ყველა პლატფორმაში, რაც შეეხება ევროპულ დღის […]

ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით არ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის წევრი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. ბუჩუკური წერს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში ძალიან კარგი იყო, სწორი გზავნილებით და აქცენტებით. თუმცა მისი თქმით, პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების […]

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს და რიგით მოქალაქედ განიხილება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში საპრეზიდენტო იმუნიტეტი არ გააჩნია, რიგით მოქალაქედ განიხილება. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა, ერთხმად მიიღო 57-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილეს ახსენებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ. გადაწყვეტილების თანახმად, დონალდ ტრამპს იმ მოვლენებისთვის პასუხისმგებლობის […]

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება, 19 მლნ ლარია გათვალისწინებული – ოთარ შამუგია

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს დადაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, […]

„სხვადასხვა ავტობუსში ვზივართ, პატივცემულო. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ მოვდიოდით“ – ანა დოლიძე სააკაშვილს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება: „სააკაშვილმა თქვა რომ ერთმანეთი არ გავაკრიტიკოთო, ჩვენ ვდებთ პირობას რომ არ გავაკრიტიკებთ სხვა პარტიებსო. ვინ უნდა გაგვაკრიტიკოს, მისი პარტიის დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს რომ ვასწორებთ, ის ხალხი?! ვინც გასაკრიტიკებელია, ის თუ არა გააკრიტიკე, აფუჭებ საქმეს, კი არ აკეთებ. სხვადასხვა ავტობუსში ვზივართ, პატივცემულო. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ […]