პარლამენტში 7 თებერვალს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ – ხვალვე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატშიც

პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 7 თებერვალს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს ელოდებიან. უფრო კონკრეტულად, ილია დარჩიაშვილს დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ. განხილვის გრაფიკით ასევე გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ […]

სტიქიამ პრობლემები შექმნა ტყიბულშიც – ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები და გზები

სტიქიამ ტყიბულში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და შიდა სასოფლო გზები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულის მერიაში განუცხადეს, „მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარების გამო დაზიანდა სოფლების – ჯვარისისა და ხორჩანას შიდა სასოფლო გზები. აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, სოფლების […]

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. დეპუტატები დღეს გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა […]

„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს

„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება პასუხად მოყვა გასულ კვირას მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებას. განცხადების თანახმად, „ჰამასი“ კვლავ ითხოვს ომის სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადის დასრულებას, სექტორის აღდგენას და პალესტინელი მძევლების გათავისუფლებას. უფრო კონკრეტულად, […]

ირაკლი ქარსელაძე – როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, გეტყვით ციფრებით, 2012 წლამდე აშენებული იყო 68 კმ. მაგისტრალი, ჩვენ ავაშენეთ -203 კმ. გასულ წელს მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსენით 37 კმ. მაგისტრალი, წელს კი 90 კმ-მდე მაგისტრალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო […]

კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის 5-მა – აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა. პარლამენტში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში გუშინ დაიწყო […]

მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები მოძრაობას ვეღარ აგრძელებენ

დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზის ცნობით, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე. „ძვირფასო მგზავრებო, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), […]

ლეგიონერების გარეშე – საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სძლია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა. რუმინეთთან თბილისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისში მოიპოვა და მე-5 წუთისთვის კეკელიას და ჩიმაკაძის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მე-18 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში რუმინელებმა ორჯერ, საბოლჩ მანიას და ატილა გალის ძალისხმევით გაიტანეს, […]

ჩაკვეტაძე “საუთჰემპტონთან” მატჩში სასტარტოშია

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაშია. პირველი შეხვედრა „ვიკარიჯ როუდზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

,, თქვენი კოლექტიური სახე ყოველთვის იქნება მწამებელი კასტილებიანი კაცი სამეგრელოს მიწურებიდან!!!” – ვატო შაქარიშვილი

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი: ,,დღეს, სალომე ზურაბიშვილი მორიგი “საშინაო დავალებით” წარსდგა საკუთარი პატრონების წინაშე. ჩვეული აროგანტულობით და აბსოლუტურად უსაფუძვლო მენტორული ტონით. ზურაბიშვილის გამოსვლაში ირეკლებოდა მისი პატრონების მძიმე მდგომარეობაც, რომლებიც თავიანთ წარმოსახვებში ჩარჩნენ, კვლავ უკრაინის გამარჯვებასა და ევროპის ერთიანობაზე ლაპარაკობენ. უცვლელია მათი მიზნებიც – საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანა, ჩვენი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის წართმევა და საკუთარ […]