აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებს რაკეტები ესროლეს

ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა“ იემენიდან წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემების მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა ადენის ყურეში Star Nasia-ს მახლობლად აფეთქდა, რამაც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს მცირე ზიანი მიაყენა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „ჰუსუტების“ სარაკეტო თავდასხმა […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო “რესპუბლიკელების” მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც მოითხოვს პალატის უმრავლესობის 2/3-ის – მათ შორის სულ მცირე 72 “დემოკრატის” – თანხმობას დამტკიცებისთვის. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ჩავარდა. ცნობისთვის, […]
ბაღდათში, სოფელ ნერგეთში მეწყერი ჩამოწვა – არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხრა ადამიანს ეძებენ, მათ შოროს რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა.მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოეები.
პოლონეთში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ გდინიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს. სამართალდამცავების მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელებისას გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს. „კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მართლაც, […]
ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია – ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯანფრანკო ძოლამ რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ვერონასთან” გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა: “მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ბურთს აკონტროლებდა და კარგად დაარტყა. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დიდი ტალანტია, ბურთის მიღებამდე უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ისევე როგორც მთელმა “ნაპოლიმ”, მან გასულ სეზონში გასაკვირად ითამაშა, ახლა ზოგიერთი […]
არაა გამორიცხული “ნაპოლი” კაპიტანმა დატოვოს და თანაც, სად შეიძლება გადავიდეს…

“ნაპოლის” 30 წლის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ზაფხულში შეიძლება “მილანში” გადაბარგდეს, – იტყობინება Football Italia. გამოცემის მტკიცებით, “მილანი” დი ლორენცოს გადაბირებას შეეცდება და ტრანსფერი უფრო აქტუალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგება, რომელსაც მისი თამაში მოსწონს. დი ლორენცო ნეაპოლურმა კლუბმა “ემპოლისგან” 2019 წელს 8 მილიონად შეიძინა, მისი სატრანსფერო ფასი 22 მილიონია, მიმდინარე […]
ბაიდენის თქმით, ტრამპის გამო, სენატში შეიძლება ჩაიშალოს შეთანხმება, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს

6 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სენატის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინისთვის ჯამში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტი მოიცავს მიგრაციის მკაცრ კონტროლს შეერთებულ შტატებში. ბაიდენმა რეფორმას უწოდა “ყველაზე პატიოსანი და ჰუმანური რეფორმა დიდი ხნის განმავლობაში” და აღნიშნა, რომ ის აძლიერებს ამერიკის საზღვრებს. გარდა ამისა, შეთანხმების პროექტი ისრაელისა […]
მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს – “მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს

“2024 წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს.”– ამის შესახებ განცხადებას “მთავარი არხი” ავრცელებს. “მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე. აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი […]
ჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო – “უოტფორდი” თასიდან გამოვარდა

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. პირველი შეხვედრა „ვიკარიჯ როუდზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე “ენფილდზე” “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი (მეტოქის […]