იაგო ხვიჩია – ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა – ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს

ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა – ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებებს და მითითებებს ასრულებს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა. “დიდი ხანია დავკარგე […]
კახა კალაძე საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაზე – იაქტიურეთ, მოგვმართეთ და დაგეხმარებით, დავარეგისტრიროთ ტრანსპორტის სანომრე ნიშნები, რომ ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ

1-ელი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა. კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს. „აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო […]
პედაგოგი ვარ და ჩემს 4 მოსწავლეს ეძებენ, იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე – ნერგეეთში მცხოვრები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სოფელში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივებიც არიან შეკრებილნი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, მეწყერში მისი ოთხი მოსწავლეა მოყოლილი. „პედაგოგი ვარ და მოსწავლეები არიან, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბოლო დრომდე […]
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა.
პოლონეთში მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ გდინიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს. სამართალდამცავების მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელებისას გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.
“თუ რამე, დარეკეთო” – ხელისუფლება ხალხს, რომელიც სახლიდანაც ვერ გამოდის – ვიდეო

სტიქიის კიდევ ერთი დაზარალებული – მეგი გიორგაძე, რომელიც სურამში ისვენებს, სახლიდან ვერ გამოდის. როგორც გიორგაძემ “თაიმერს” განუცხადა, ქუჩები დატბორილია. “ხალხი დახმარებას ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის ადგილას ჯერ არ გამოჩენილა. “ვიღაც მოვიდა, ტელეფონი დატოვა და გვითხრა, თუ რამე დარეკეთო”, – ამბობს იგი გამოცემასთან. ვიდეომასალა, რომელიც მეგი გიორგაძემ მიაწოდა გამოცემას, გადაღებულია ხარშურში ლომოურის ქუჩაზე.
გომი-სავანეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღდგენილია.
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ. „ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 […]
ილია დარჩიაშვილი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის დიდი და დამსახურებული გამარჯვებაა – შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის დიდი და დამსახურებული გამარჯვებაა. ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს. ჩვენი შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსით […]
სალომე ზურაბიშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი […]