სტიქიამ გორი და ხაშური დააზარალა

6 თებერვლის სტიქიამ შიდა ქართლში ყველაზე მეტად ხაშურის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას წააქცია ხეები. წყალმა დატბორა გზები, ეზოები, სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის […]

თეონა აქუბარდია – შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი „ნათელაშვილის ფანჩატურის“ მსგავსი არ იქნება – პრეზიდენტის ინიციატივაში საუბარია არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე ერთობაზე

„ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს იქნება „შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი“, შეხვედრის შემდგომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, რამდენადაც აქ საუბარია არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე ერთობაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართა ზურაბიშვილის ინიციატივაზე “ერთობის […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა

ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-95“-მა აშშ-ის შტატის, ალასკას მახლობლად მდებარე წყლების თავზე გადაიფრინა. „ფრენა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა“, – განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, სერგეი კობილაშმა. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ […]

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა, სასწავლო პროცესი არ განახლებულა ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში არ განახლდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული […]

ინჯია ჩინეთთან ჟენევის პარალელური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივაა, ჟენევის დისკუსიების პარალელური ფორმატი შეიქმნას ჩინეთთან. ინიციატივაზე აზრი ინჯიამ საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა. ილია დარჩიაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება. ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ჟენევის 15-წლიანი დისკუსიების განმავლობაში დეოკუპაციისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა. […]

გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. ავტორია სხვადასხვა კომპოზიციისა თუ სიმღერისა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ ჰიმნი.

რუსი იმპორტიორების „ძირითადმა“ ჩინურმა ბანკმა მათთან ოპერაციები შეაჩერა – მედია

ჩინურმა Chouzhou Commercial Bank-მა, რომელიც ჩინეთში მომუშავე რუსი იმპორტიორებისთვის „ძირითადი“ იყო, კლიენტებს რუსეთთან ოპერაციების შეჩერების შესახებ აცნობა, იუწყება „მედუზა“ „ვედომოსტიზე“ დაყრდნობით. ერთ-ერთი ბიზნესმენი ეუბნება „ვედომოსტის“, რომ წინა კვირას მიიღეს შეტყობინება რუსულ და ბელარუსულ ორგანიზაციებთან ყველანაირი ურთიერთობის შეწყვეტაზე. გამოცემის სხვა რესპონდენტი კი ამბობს, რომ დეკემბერში ბანკმა უარი განაცხადა, ემუშავა ოპერაციებზე, რომლებიც გულისხმობს რუსეთში რიგი სანქცირებული პროდუქციის […]

მეწყრის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მეწყრული პროცესების გამო, ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, მეწყრული პროცესების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე “ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა”.

ბოკუჩავა: ზურაბიშვილთან კომუნიკაციაში ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა

ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევუერთდებით ამ ინიციატივას, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა დღეს არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური კონსოლიდაცია, კონსოლიდაცია საზოგადოებაში. რამდენიმე პარტია უკვე მიწვეულია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება შესაძლებლობა. ყველა კომუნიკაცია, იქნება ეს საჯარო თუ არასაჯარო, რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და […]

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” მხარი დაუჭირეს. კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, 7 თებერვალს მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას, მათ შორის, […]