რამ გამოიწვია მეწყერი ბაღდათში — გარემოს სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთიში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირს კი ამ დრომდე ეძებენ, განცხადებას ავრცელებს. სააგენტოში ამბობენ, რომ 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების განცხადებით, მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის […]

ისრაელი ადასტურებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 29 მძევლის დაღუპვას

ისრაელის თავდაცვის ძალების [ცაჰალი] ცნობით, ოფიციალურად დასტურდება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 29 მძევლის დაღუპვა. „ვმუშაობთ მძევლების სახლში დასაბრუნებლად და ვცდილობთ, მოვიპოვოთ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები ოჯახებთან არიან ამ რთულ დღეებში და ყველა დადასტურებულ ინფორმაციას აწვდიან“, – ციტირებს „ტაიმს ოფ ისრაელ“ უწყების პრესსპიკერ დანიელ ჰაგარის. მისი ცნობით, ცაჰალისთვის ცნობილია 31 მძევლის დაღუპვაზე. აქედან 29 ტერორისტებმა […]

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა

დღეს, 7 თებერვალს აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა ხმა მთიან-ყარაბაღში, ქალაქ ხანქენდიში [სომხ – სტეფანაკერტი] მისცეს. 2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ სატელევიზიო მედიასთან საუბარში სამი მიზეზის შესახებ […]

გახარიას პარტია და “ლელო” არ ესწრებიან კობახიძის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენს, რომელიც სამთავრობო პროგრამას წარადგენს. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კომიტეტების შემდეგ უკვე საპარლამენტო უმცირესობასთან – ენმ-ის ფრაქციასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან განიხილავენ. სხდომის წამყვანი ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავაა. ოპოზიციასთან კობახიძის მოსმენას არ ესწრებიან გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” და “ლელოს” წევრები. როგორც გახარიას პარტიაში აცხადებენ, ისინი არ დაესწრებიან სხდომას, რომელსაც […]

კიევის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავდა — 35

კიევის სარაკეტო დაბომბვას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. რუსეთმა უკრიანის დედაქალაქი დღეს, 7 თებერვლის დილას დაბომბა. გარდა ამისა, ქალაქს მიადგა ინფრასტრუქტურული ზიანიც, რამდენიმე ადგილას იყო ხანძარი, ხოლო კიევის ნაწილი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა. „ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ნამდვილად ვიძიებთ შურს. ტერორისტები ყოველთვის აგებენ პასუხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა […]

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი იერუსალიმში ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ნეთანიაჰუმ ხავიერ მილეი ისრაელის სახელმწიფოს დიდ მეგობრად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ არგენტინის საელჩო იერუსალიმში გაიხსნება. “ჩვენ მოხარული ვართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ ცნობთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და თქვენს დიპლომატიურ პოსტს, და ბუნებრივია საელჩოს, იერუსალიმში გადაიტანთ” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ხავიერ […]

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა. შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რა პერსპექტივა აქვს გურიაში აეროპორტის მშენებლობას? – ლევან დავითაშვილის კომენტარი

„გურიაში პოტენციურად აეროპორტის განვითარება კონკურენციაში მოვა ქუთაისის აეროპორტთან“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დავითაშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გურიაში პოტენციურად აეროპორტის განვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, 2 საერთაშორისო აეროპორტის გვერდიგვერდ არსებობა „კანიბალიზაციას იწვევს და არცერთის განვითარებას ხელს არ უწყობს“. „რაც შეეხება ბათუმში […]

ბაღდათში სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასის მოცულობა 150 000 მ3-ს შეადგენს – გარემოს ეროვნული სააგენტო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში […]

სამედიცინო აპარატურის ფასების ზრდა, მაღალი კომუნალური ტარიფები – ჩაჩავას კლინიკა სექტორის რისკებს ასახელებს

სამეანო-გინეკოლოგიური სერვისების სექტორში კონკურენცია იზრდება. ამ საკითხზე საუბარია სს „ჩაჩავას კლინიკა“ ფინანსურ ანგარიშგებასა და მმართველობის ანგარიშგებაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულებულ წელს მოიცავს. „სამედიცინო ბაზარზე გამოჩნდა სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის ახალი სამედიცინო დაწესებულებები. თუ წარსულში თბილისის სამედიცინო ბაზარზე ოპერირებდა 10-მდე სამეანო-გინეკოლოგიურ პროფილის სტაციონარული დაწესებულება, დღეს მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა (თითოეული დაწესებულება მოსახლეობას როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორულ […]