Ads მენეჯერით შექმნილი წარმატებული შეთავაზება – Board Games Corner-ის გამოცდილება

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებთან – სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სასურველი შემოსავლების/ინტერესების მქონე ადამიანებთან დაკავშირება და მათთვის რელევანტური შეთავაზებების შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირ გაუზიარონ, თანაც მომსახურების საკომისიოს გარეშე. ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები – ეს იმ […]
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სატრანზიტო როლის გაძლიერებას მოემსახურება

შუა დერეფანი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, “შუა დერეფანი” მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი კეთილდღეობისთვის და მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები უკავშირდება. „ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ, საქართველოს ბუნებრივი როლის […]
ირაკლი კობახიძე – წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს

წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. „ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი […]
„უამრავი რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები“ – სეისმოლოგი

„რატომღაც, პრევენციას, რაც ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებით ყველაზე მთავარია, არ ექცევა ყურადღება. უამრავი ნამუშევარი და რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები რამდენიმე ანგარიშში“, – ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6-ს კი ამ დრომდე […]
2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით – კობახიძე

წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. „წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, […]
რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი – ირაკლი კობახიძე

რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გაგრძელდება მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება რეგიონების განვითარებისთვის. „მათ შორის წელს დასრულდება განახლებული რეგიონების მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა და ბუნებრივია გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებული მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვა 100 ათას მგზავრს დააზარალებს

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები გაიფიცნენ, რაც მოგზაურობისთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელია. აქცია, რომელიც დილით 4 საათზე დაიწყო, გაგრძელდება ხუთშაბათამდე (07:10სთ-მდე) და დაახლოებით 100 000 მგზავრს შეეხება. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვს 12,5%-ით ან მინიმუმ 500 ევროთი მეტს თვეში -12 თვის განმავლობაში, დაახლოებით 25 000 თანამშრომლისთვის. ასევე ითხოვენ 3000 ევროს გადახდას ერთჯერადად ინფლაციის კომპენსაციისთვის.
„2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით” – ირაკლი კობახიძე

წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. „წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, […]
ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში არ განახლდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის, […]
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევა იწყება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი იწყება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, განცხადებების მიღება 23 თებერვალს დასრულდება. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. „დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით […]