კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინმა ინტერვიუ მისცა Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონს

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეწამყვანს, ტაკერ კარლსონს. ეს რუსეთის პრეზიდენტთან ამერიკელი ჟურნალისტის პირველი ინტერვიუა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა კარლსონის ინტერვიუს, რადგან Fox News-ის ყოფილი წამყვანის მიდგომა განსხვავდებოდა მრავალი სხვა, დასავლური საინფორმაციო გამოშვების მიერ “უკრაინის კონფლიქტის ცალმხრივი გაშუქებისგან”. „როცა საქმე ეხება […]

“ჰამასი” ცეცხლის 135 დღით შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა

პალესტინელთა დაჯგუფება “ჰამასმა”, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, საკუთარი სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენა. ის ცეცხლის შეწყვეტას ოთხთვიანი ვადით ითხოვს, რომლის განმავლობაშიც მისი თქმით, ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ჯარი უნდა გაიყვანოს და მხარეებმა ომის დასრულებაზე შეთანხმებას მიაღწიონ. ისრაელის მე-13 არხი ერთ-ერთ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ამბობს, რომ “ჰამასის” მიერ წამოყენებული ზოგიერთი მოთხოვნა ისრაელისთვის მიუღებელია. ამავე […]

ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა- 1”-ზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე, რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იტყობინება იაპონიური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO). მოხდა ნიადაგის დაბინძურება რადიოაქტიური ნივთიერებებით. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში. TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყლის გამოჟონვა მოხდა. მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალ იმსჯელებენ

8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გავა. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, […]

ირაკლი კობახიძე – მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება – უხეშობა პოლიტიკაში და უხეში რიტორიკა ჩვენს ინტერესებში არ შედის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკაში უხეშობა და უხეში რიტორიკა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განმარტა, მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება. „რაც შეხება პოლიტიკურ კონსენსუსს და არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ნებისმიერ […]

ენტონი ბლინკენი – ბევრი სამუშაოა, მაგრამ ფოკუსირებული ვართ მის შესრულებაზე – იმედია შევძლებთ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებას

მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ბევრი სამუშაოა გასაწევი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ბლინკენმა და ჰერცოგმა მძევლების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებული შეთანხმება და მასზე “ჰამასის” პასუხი განიხილეს. “ყურადღებით განვიხილავთ მას [შეთანხმებას], ისევე, როგორც ისრაელის მთავრობა. ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ ძალიან ფოკუსირებულნი ვართ ამ სამუშაოს […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი – ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. სააგენტოს უფროსის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს. „რაც შეეხება […]

იდუმალა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა. მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ნამქერების გამო, კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა […]

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

ირაკლი კობახიძე – ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება იგივე ფასები, რაც 11 წლით ადრე იყო, მთავარია, რომ ინფლაციას უნდა გაასწროს ეკონომიკურმა ზრდამ – საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდა იქნება

სადაც გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, იქ შეიცვლება ვითარება ყველა კუთხით, მთავარი გასაღები არის სწორედ, ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, 2012 წელს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ უმძიმესი მდგომარეობა გადმოიბარა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდა იქნება. „რომ შევაჯამოთ, 2012 წელს ჩვენ გადმოვიბარეთ უმძიმესი მდგომარეობა ეკონომიკური და […]