ირაკლი კობახიძე გახარიაზე – ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში

ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კადიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძემ 2-დღიანი მოსმენის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს და ოპოზიციის მხრიდან „განსხვავებულ ტონზე“ მიუთითა, თუმცა დასძინა, რომ შინაარსი უმეტეს შემთხვევაში დარჩა უცვლელი. „შევაჯამებ იმ დისკუსიას, რომელიც […]
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მოთხოვნებს რომ გავყოლოდით, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, ამ ჭრილში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც – ჩვენი გამარჯვება პრინციპულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკნითი სიტყვის დროს განაცხადა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს კარგი პოზიციები აქვს და მისი რეიტინგი დაახლოებით 60%-მდეა. „კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის პროცესები, რომელიც გამოვიარეთ 2020 წლიდან […]
მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეს – ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი მოგყვებით ბოლომდე

ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, შენზე მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ყველანი მოგყვებით ბოლომდე, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების და ასევე ირაკლი […]
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და […]
პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

84 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ პარლამენტის წინაშე წარადგინა 10-თვიანი […]
„ბაზარზე ბიოდეგრადირებადი პარკების 70%-მდე ადგილობრივი წარმოებისაა“ – “აა პლასტი”

5 წელზე მეტი გავიდა რეგულაციიდან, რომელიც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიეთილენის პარკების წარმოებას ეხებოდა. 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები გაფართოვდა 2023 წელსაც, თუმცა ხუთივე წელია კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული რეგულაციების აღსრულება სრულყოფილად ვერ ხორციელდება, რაც გარემოში პოლიეთილენის პარკების მოხვედრას იწვევს. პარკების მწარმოებელი კომპანია “აა პლასტიში” ფიქრობენ, […]
არმაზ ახვლედიანი – არის შანსი, კარს მომდგარ არჩევნებს საქართველო ნორმალურად შეხვდეს – მცირე იმედით შევცქერი ხვალინდელ დღეს, უახლოესი რამდენიმე დღე აჩვენებს, არის თუ არა ცვლილება რაიმე სასიკეთოს მომტანი

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინადადებას, რომ შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ახლა მხარეების პასუხისმგებლობაა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ვიწროპარტიულ ინტერესებზე და წყენაზე მაღლა დადგომა. „ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, უფრო მეტიც, როდესაც პრეზიდენტმა შარშან წამოიწყო კამპანია სტატუსის მიღების თაობაზე, ვთქვი, რომ […]
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN-ი წერს. კერძოდ, მედია აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემდგომი დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმების წინ წაწევას მას შემდეგაც, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე […]
პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა – მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და ის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება. გარდა ამისა, ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი […]
მელია: მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასოდეს ერთ პარტიაში მომავალში

ფლირტით კი არ ვარ დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთან, ძალიან გულწრფელად ვთქვი შეგნებულად, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასოდეს ერთ პარტიაში მომავალში, ძალიან გულწრფელი პასუხია, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ამავე დროს, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ერის დასრულება და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც […]