მამუკა ხაზარაძე – არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!

არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს! არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, – ეს განცხადება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური გაერთიანებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ხაზარაძის თქმით, ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება და ყველას საერთო მიზანია იმ მარწუხებისგან გათავისუფლება, […]
ოპოზიციასა და უცნობ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს

სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური იყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დათუნაშვილს დაკავების მომენტში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „ქორთიად […]
ზვიად ხარაზიშვილი – ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, არასწორი ხალხია, ვინც მაგას ამბობს, ის არის ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც – ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?

ვინც მაგას ამბობს, ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც, – ასე ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“. ზვიად ხარაზიშვილის თქმით, ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია. „მაგას ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ […]
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. „ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის […]
“ვაცხადებ, რომ გვაქვს პიროტექნიკა, კვერცხები, რომლებსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს“- ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია “გირჩი-დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები და ფოიერვერკები. “ვაცხადებ,რომ გვაქვს პიროტექნიკა, რომლითაც ვებრძვით აგრესიულ პოლიციელებს, კვერცხები, რომლებსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს, პარალონები, პუფები, ლაზერები. არცერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო“ – განაცხადა ხოშტარიამ.
„სპეცრაზმელი არ იღლება“ – სპეცრაზმის სანქცირებული უფროსი „ხარება“

„სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“. ეს პასუხი გასცა მან ჟურნალისტების კითხვას, „დაიღალნენ თუ არა სპეცრაზმელები და ამიტომ დასჭირდათ დამატებით [უფორმო] ძალების მობილიზება“. მან ასევე თქვა, რომ სპეცრაზმს „ხალხი არ უცემია – ხალხი მოიგერია“. „რა თქმა მოგერიებაა. ჩვენ არაპროპორციული ძალა არასოდეს […]
ალეკო ელისაშვილი დააკავეს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს. პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ელისაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური. „საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. აშშ-მ ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ […]
გვინდა, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს – პაატა ციკოლია

რეჟისორ პაატა ციკოლიას ინფორმაციით, ხვალ, 5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, შესაძლოა, დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ციკოლიამ თქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესაუბრნენ რუსთავლის თეატრის რეჟისორს, დავით საყვარელიძეს. ახლა ისინი თანხმობის მიღებას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, რობერტ სტურუასგან ელიან. “ჩვენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, დღეს გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავით რუსთაველის თეატრთან. იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრ არის ეროვნული თეატრი […]
ენმ ეჭვობს, რომ მათ ოფისში შეიტანეს ნივთები, „რომლითაც სახელმწიფო გადატრიალებას დაააბრალებენ“

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეჭვობენ, რომ მათი ოფისის ჩხრეკისას პოლიციას შეეძლო შეეტანა ნივთები, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებენ როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ პარტია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ. ეს არის ფალსიფიცირებული კადრები, რომელსაც თქვენ გაჩვენებენ, რომლის ავთენტურობას არავინ დავიჯერებთ და რომელიც არის სწორედ ის მეთოდი, […]