უდიდესი სიამაყეა, როდესაც საქართველოს პოლიციის ქმედებას ვუყურებ! სამსახურებრივად გამართული, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული ქმედებები! ეს არის, ხელმძღვანელობის და თანამშრომლების უმაგრესი მუშაობა!

უდიდესი სიამაყეა, როდესაც საქართველოს პოლიციის ქმედებას ვუყურებ! სამსახურებრივად გამართული, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული ქმედებები! ეს არის, ხელმძღვანელობის და თანამშრომლების უმაგრესი მუშაობა! უდიდესი სიამაყეა, როდესაც საქართველოს პოლიციის ქმედებას ვუყურებ! სამსახურებრივად გამართული, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული ქმედებები! ეს ყველაფერი, ხელმძღვანელობის მხრიდან მოდის, მაგრამ ეს ბიჭები არიან უმაგრესი ხალხი. ეს არის, ხელმძღვანელობის და თანამშრომლების უმაგრესი მუშაობა! – წერს გიორგი გამსახურდია […]

ადვოკატის თქმით, გვარამია ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. გარდა ამისა, საძაგლიშვილი ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას მუცლის არეში ურტყამდნენ. „მუცლის არეში ურტყამდნენ, რა დროსაც სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით გაითიშა… ფიქრობს, რომ მშვიდად და მტკიცედ უნდა გაგრძელდეს პროტესტი – არ იქნება თვითონ, იქნება სხვა ლიდერი“, — განაცხადა […]

,, ვერ დაგვღლიანო და რა ვიცი, თვითონ კი გავდა საფლავიდან “პერერივზე” ამოსულს” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ,,ხარებაზე”: ,,ხარება პირდაპირ ეთერში ამტიცებდა ვერ დაგვღლიანო და რა ვიცი, თვითონ კი გავდა საფლავიდან “პერერივზე” ამოსულს, დაღლილობისგან ძლივს მეტყველებდა. აბა იმას ხომ არ ვაკადრებ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის მეთქი. ზუსტად ვიცი , ანდრია ჯაღმაიძეს აქვს შარდის ანალიზი ჩატარებული და ცნობა გაცემული.”

ბოკუჩავა: 6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც პოლიციამ დღეს დააკავა, ადვოკატებს არ უშვებდნენ. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ამის მიზეზი “ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით სასურველი ჩვენებების მოპოვებაა”. “”6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულების ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მორიგი უკანონობა, მაშინ, როდესაც მათი დაკავებაც უკანონობა იყო, […]

რუმინეთში საიდუმლოების გრიფი მოხსნეს დოკუმენტებს საპრეზიდენტო კანდიდატ ჯორჯესკუს შესახებ

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ გასაიდუმლოების გრიფი მოხსნა ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. 24 ნოემბერს ჯორჯესკუმ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში. გამოძიების დეტალებს რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური აქვეყნებს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის დამოუკიდებელ კანდიდატ ჯორჯესკუს კამპანიას TikTok-ში მხარს უჭერდა ათიათასობით ანგარიში, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა. […]

,,მეგობრებო, მე როგორც “ტაფიანი გოგონა” გაწვდით ჩემ სათქმელს”

აქციის მონაწილე, მარიამი, რომელიც გუშინ ტაფით იყო მოსული და ამითაც დაამახსოვრა ყველას თავი, წერს: ,,მეგობრებო, მე როგორც “ტაფიანი გოგონა” გაწვდით ჩემ სათქმელს. 1) ტაფამ გუშინ დამიცვა, რომ თავში არ მომხვედროდა გაზის კაფსულა 2)დამიცვა, რომ არ დავეზიანებინე რობოკოპებს და კარგი გამწევი ძალაა 3) კანონი არ კრძალავს მის გამოყენებას 4) ადგილზე იქნეა შესაძლებელი რობოკოპების აზეთვა და შეწვა. […]

ადვოკატი – ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მუცლის არეში ურტყამდნენ, სუნთქვის უკმარისობის გამო გაითიშა, მაგრამ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ადვოკატმა მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატროში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის […]

ლევან სანიკიძე – არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი – ვერ შეგვაშინებს

არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი – ვერ შეგვაშინებს, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ, რითაც პარტიის ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასა და დაკავებებს ეხმაურება. ლევან სანიკიძის განცხადებით, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, სხვა „არაფერია თუ არა რუსეთი“. “ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ნეტავ, “ქართულ ოცნებაში” თუ იციან, რა არის ოჯახი, მეგობრის პატივისცემა, რა […]

ფაშინიანი: სომხეთმა უკვე გაიარა წერტილი, საიდანაც შესაძლებელი იყო ОДКБ-ში ქვეყნის დაბრუნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) როლისა და მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეფასებაში მიუთითებს იმაზე, რომ მივაღწიეთ წერტილს, საიდანაც უკვე შეუძლებელია შემობრუნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ერევნის დაბრუნება ОДКБ-ში. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთმა გაყინა ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და უარი თქვა რაიმე დოკუმენტების […]

ანა დოლიძე – საჯარო მოხელეებო, თქვენ შეგიძლიათ დაამთავროთ უბედურება, რაც რუსთაველზე ხდება

საჯარო მოხელეებო, თქვენ შეგიძლიათ ეს უბედურება დაამთავროთ, რაც ხდება რუსთაველზე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძის განცხადებით, გარანტიას აძლევს საჯარო მოხელეებს, დაბრუნდებიან სამსახურებში, თუ ახლა სწორ მხარეს დადგებიან. “გამოვედით მერიოტიდან, გარეთ დაგხვდნენ ტიტუშკები. ისევ ზონდერ ბრიგადები, სამწუხაროდ დააკავეს ალეკო ელისაშვილი, იმედია არის კარგად და არ არის ნაცემი. რეალურად […]