პრემიერი – არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ერთი საუკუნის წინ – მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც

არაფრით განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ასევე, გარედან, ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც. „რადიკალიზმი, ე.წ პოლარიზაცია, სიძულვილი, არის თავიდან ბოლომდე თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ეს არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ქართული კულტურა არის სრულიად განსხვავებული. […]

სტურუა თვლის, რომ თეატრი ერის ტაძარია და ქუჩაში ერი არ დგას

“რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,” – წერს რობერტ სტურუა.

,,სანქციების დაწესება მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე“ – კობახიძე

ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ სანქციების დაწესებაზე: ,,ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა […]

“მაწამებდნენ და ხარება ვიდეოს იღებდა… აბა, ახლა შეაგინე ხარებასო” – დათა ხარაიშვილი ძალადობაზე

მთარგმნელი დათა ხარაიშვილი, რომელიც გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ, კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ხარაიშვილი “პირველებთან” კიდევ ერთხელ იხსენებს დაკავების და იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან საპოლიციო მანქანაში ჰქონდა ადგილი. “რომ დავიხარე ტელეფონის ასაღებად. ფეხი მომხვდა სახეში. მომივიდნენ ეს ე.წ. სამართალდამცველები, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ არც პოლიციას არაფრის, ეკეთათ […]

5 დეკემბრის მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი – საია

5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი – დაკავებული პირების საქმეებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სასამართლოში დააკვირდება. “4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. კერძოდ, პარალელურ […]

პრემიერი სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვას არ ადასტურებს და ლარის გამყარებას პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას უკავშირებს

რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ ლარის კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა. მისივე თქმით, ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, ერთი, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად და მეორე – საერთო პოლიტიკური ვითარება. „ეროვნული ბანკი მუშაობს […]

ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ ასე რადიკალები და მათი პატრონები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია

ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ ასე რადიკალები და მათი პატრონები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასაკვირი არაა, თუ რატომ უპირისპირდებოდნენ ასე, თავის დროზე, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები […]

თბილისის ქუჩებში ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს არაევროპულად მოქმედი „ნაცი“ მოძალადეები, თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რაც საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის გააკეთეს, თითოეულ „ნაცს“ საკადრისი პასუხი გაეცემა

თბილისის ქუჩებში ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს არაევროპულად მოქმედი „ნაცი“ მოძალადეები, თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რაც საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის გააკეთეს, თითოეულ „ნაცს“ საკადრისი პასუხი გაეცემა გმირი პოლიციელებისთვის გამოქვეყნებული სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშისტები, „ნაცები“ აქვეყნებენ შენს სიას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტი, – ამის შესახებ საქართველოს […]

განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას […]

მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა

არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. „რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი […]