თეონა აქუბარდია – ივანიშვილის რეჟიმი ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან – სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„მაგნიტსკის“ აქტის გუშინდელი განხილვა სენატში და მისი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისამართით, იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყალბია ილუზიის შექმნის მცდელობა, რომ რამის დამლაგებლები არიან ახალ ადმინისტრაციასთან – სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, „სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია […]

“ოცნების” მტკიცება, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის გარეშე, ქვეყანას შეუძლია ავტონომიურად “მოემზადოს” წევრობისთვის, სიცრუეა – რესან ქიქავა

“ოცნების” მტკიცება, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის გარეშე, ქვეყანას შეუძლია ავტონომიურად “მოემზადოს” წევრობისთვის, სიცრუეა – რესან ქიქავა

ლევან ცუცქირიძე – მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე – ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას

მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე – ასევე, გამოსავალი არის არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და განვითარება გააგრძელოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ლევან ცუცქირიძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველები მოქალაქეების მიმართ მასიურ ტერორს ეწევიან. „ძალიან მნიშვნელოვან […]

გია ჯაფარიძე – ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ ბრიფინგზე 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულების გათავისუფლებასთან და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი, გელა ხასაია გაათავისუფლეს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ხასაია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, 4 დეკემბერს დააკავეს.

მუსიკოსების მანიფესტი – მუსიკოსები პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე

მუსიკოსები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ მანიფესტს აქვეყნებენ. 90-ზე მეტი მუსიკოსი მანიფესტში აღნიშნავს, რომ გმობენ „პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს“. ამასთან, მანიფესტის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე. „ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო […]

ჯანდაცვაში დაფინანსებული პროექტების 75% აშშ-დან მოდის… მათ გარეშე გაგვიჭირდება განვითარება – ამირან გამყრელიძე (bm.ge)

„ჯანდაცვაში დაფინანსებული პროექტების 75% აშშ-დან მოდის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა BMG-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ 2017 წლამდე მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 700$ მლნ-ს სცდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად”-ის დაფინანსებით 2015 წლიდან ხორციელდებოდა. […]

მაკრონი პირობას დებს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს „უახლოეს დღეებში“ დანიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ პირობა დადო, რომ მალე ახალ პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. ამის შესახებ მან 5 დეკემბერს მიმართვაში განაცხადა – იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“ Le Figaro-ზე დაყრდნობით. მაკრონმა მადლობა გადაუხადა ბარნიეს საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობისთვის და დაადანაშაულა უკიდურესი მემარჯვენე და უკიდურესი მემარცხენეები „ანტირესპუბლიკურ ფრონტში“ გაერთიანებაში. მაკრონმა კიდევ ერთხელ […]

უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე. ნაძვის ხის შენახვასა და მის აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, თბილსერვისის პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დროისთვის, მათთვის არ მიუმართავს მერიის შესაბამის სამსახურს ნაძვის ხის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით. „როგორც წესი, მოსამზადებელი სამუშაოები იწყება ხოლმე დეკემბრის დასაწყისში. საპროტესტო აქციებამდე, ასეც […]

სტაგნაცია, კრიზისი, რეპრესიები… – რესან ქიქავა პროტესტის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე

საგამოფენო სივრცე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა პროევროპული, საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების სცენარს განიხილავს და წერს, რომ ეკონომიკური სტაგნაციის, სხვადასხვა სექტორის კრიზისების, გაუფასურებული ლარის, პერმანენტული პროტესტებისა და რეპრესიების პირობებში, ვის ხელშიც დარჩება ასეთი ქვეყანა ყველასთვის გასაგებია. რესან ქიქავა არავის არაფერს მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავად ყოველდღე, სამსახურის შემდეგ მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს თავის პროტესტს აქციაზე. “განვიხილოთ […]