შალვა პაპუაშვილი – ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის – ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა

ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის – ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას რომ ევროპელები მშვიდობას და მშვიდობიან აქციას უწოდებენ, სირცხვილია. „ჩართონ ქართული ტელევიზიები, მათთვისაც ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ ვიდეოები, […]
შალვა პაპუაშვილი – ქალბატონი სალომე და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი, რომელთაც სურთ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ

ქალბატონი სალომე და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი, რომელთაც სურთ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ – ყველა ტყუილი როგორც 2020 წელს, ისე ახლაც, დეჟავუსავით ხელახლა ვიხილეთ – ტყუილის შინაარსი და ანატომია არ შეიცვალა, ისევე როგორც მხილების ანატომია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პაპუაშვილი […]
ეკონომისტები: დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის საფრთხეს შეუქმნის. 40-ზე მეტი ეკონომისტის განცხადება პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კი პირველ რიგში სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული […]
მშენებლობა გაძვირდა – მთავარი მიზეზი დასაქმებულთა ხელფასების 31.5%-იანი ზრდაა

2024 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის […]
ალი ბაბაევი – ელისაშვილმა სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა, წიხლი რომ დამარტყა, თავი და წელი პანდუსს დავარტყი – ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, ის კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს წლებია იცნობს, თუმცა მას ელისაშვილთან მსგავსი სახის უთანხმოება ადრე არ ჰქონია. მისივე შეფასებით, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება მოხდა. „შემთხვევის დღეს კოსტავას ქუჩაზე აფთიაქში შევდიოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემს უკან ვიღაც იგინებოდა და ამბობდა, რომ „მე მონა ვარ“. როცა შევტრიალდი […]
უნგრეთში ვიზიტად მყოფი რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ფუნდამენტური უფლებების კომისარს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ფუნდამენტური უფლებების კომისარს (ომბუდსმენს), აკოშ კოზმას შეხვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას, აღნიშნა, რომ ქართველ და უნგრელ ხალხს მსგავსი ღირებულებები აქვთ, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის […]
შალვა პაპუაშვილი – მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი – ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება, ჩვენ გეგმა ამ თარიღზეა მიმართული – გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნიკა გვარამიაც. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების დასჯას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები, პროევროპული აქციებისას ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემას და აქციებში მონაწილე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ეს ერთობლივი განცხადება მათ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. „საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ე.წ. სამართალდამცავები ეწევიან მასიურ ტერორს, ადამიანებს აშინებენ, ფიზიკურად ძალადობენ მათზე. ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმის, არის აღმაშფოთებელი. ადამიანებს საათობით ტოვებენ გარეთ, […]
,,ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე’’- EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში

რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ წერილობით კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს მიმართა. ალკის ვრენიოს დრაკინოსი აცხადებს, რომ ღელავენ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილური ვითარება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ახდენს. მისი თქმით, EBRD გააგრძელებს ეკონომიკისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სტრატეგიების განხორციელებას. ,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ყურადღებით […]