„დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა“ – 49 ეკონომისტი ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

„დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა“ – 49 ეკონომისტი ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა – ბიძინა ივანიშვილისხელისუფლების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს, – ამის შესახებ ეკონომისტების ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული. ეკონომისტები […]

,,ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე’’- EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში

,,ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე’’- EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ წერილობით კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს მიმართა. ალკის ვრენიოს დრაკინოსი აცხადებს, რომ ღელავენ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილური ვითარება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ახდენს. მისი თქმით, EBRD გააგრძელებს ეკონომიკისა და კერძო […]

ცხოვრება საფრანგეთში და სამშობლოსთვის შეწირული უძვირფასესი ბიბლიოთეკა

ნინო სალია (ქალიშვილობის გვარი — ქურციკაშვილი) კახეთში, სოფელ ვარდისუბანში დაიბადა, სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა, იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის საკითხებს. პარიზში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ისტორიკოსსა და ქართველოლოგს, კალისტრატე სალიას. პროფესიით, ექიმი იყო, მაგრამ, ასევე, დამთავრებული ჰქონდა ვარშავის უმაღლესი სასწავლებელი, ისტორიის განხრით. […]

ქაშიაშვილი: პედაგოგმა აქციის მონაწილეებს ოროსნები ეძახა, ჩემს შვილს კი, მამაშენიც ოროსანიაო

ფორმულას ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ 2 დეკემბერს მისი შვილის კლასში წინა ღამით, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ, რა დროსაც ბავშვებთან პოლემიკაში მასწავლებელი შევიდა, რომელმაც პროტესტის მონაწილეების შეურაცხყოფა მიაყენა და მათთვის “ოროსნებისა და მოძალადეების” დაძახება დაიწყო. დავით ქაშიაშვილის თანახმად, ამის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებელს Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო აჩვენა, სადაც დავით ქაშიაშვილი და მოხუცი ქალი ჩანან, რომელსაც […]

პუტინმა ახალი გუბერნატორი დაუნიშნა კურსკის ოლქს, სადაც მეხუთე თვეა საბრძოლო მოქმედებებია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ალექსანდრ ხინშტეინი, რომელიც დღემდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო პარტიიდან „ედინაია როსია“ და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი მეხუთე თვეა საბრძოლო მოქმედებების ზონაა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. ხინშტეინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას „უზარმაზარი […]

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელს უნგრეთში მთავრობის შეცვლა სურს – ვიბრძოლებთ ჩვენი სუვერენიტეტისთვის

დავიცავთ საკუთარ თავს და ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრელი ხალხის ინტერესებისთვის, – უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ბრიუსელი მუშაობს უნგრეთში ისეთი მთავრობის ჩანერგვაზე, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს. „მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები, ბრიუსელის მთავრობის მხარეს გადაგვიყვანონ, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. […]

მიხეილ სააკაშვილი – ალეკო ელისაშვილმა თქვა – „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ – ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ

დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც […]

როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე ენჯეოების ოფისებიდან ამოიღეს ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები, როგორც კი დააკავეს ძალადობის ორგანიზატორები, აქცია იმ წამსვე მშვიდობიანი გახდა

როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე ენჯეოების ოფისებიდან ამოიღეს ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები, როგორც კი დააკავეს ძალადობის ორგანიზატორები, აქცია იმ წამსვე მშვიდობიანი გახდა 12 წელია ამ ხალხს აჯერებენ ოპოზიციური პარტიები და მათი უცხოელი მფარველები, თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ არის ევროპისკენ მიმართული. 12 წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად წინ და წინ მიდის ევროპული მიმართულებით, – განაცხადა […]

გიორგი ვაშაძე – მივმართავ ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახალგაზრდების დასახიჩრების დავალებას აძლევენ, გადმოდით ხალხის მხარეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ხალხის მხარეს გადასულ პოლიციელთა უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, თავად დაიცავს, რისთვისაც სპეციალური ჯგუფი უკვე არსებობს. „მივმართავ ყველა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს, პოლიციელს, სპეცრაზმელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახალგაზრდების დასახიჩრების დავალებას აძლევენ, გადმოდით ხალხის მხარეს. […]

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს?

[სალომე ზურაბიშვილი] ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაირჩია. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მიუხედავად, ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება. „ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს? მილიონ 120 […]