ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. […]
როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 […]
OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვები გაახანგრძლივეს

OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება დღეში 2,2 მილიონი ბარელით გაახანგრძლივეს 2025 წლის მარტის ბოლომდე, ხოლო 1,65 მილიონი ბარელით დღეში – 2026 წლის ბოლომდე – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე ოპეკი–პლიუსის ქვეყნების მინისტრებს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. „დღეში 2,2 მილიონი ბარელიანი კორექტირება შემდეგ ეტაპობრივად გაუქმდება ყოველთვიურად, 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე, ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ნიკა გვარამია პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა. ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა. […]
ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა. არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი წაიყვანეს. “კოალიცია ცვლილებისთვის” […]
“სრულიად გაუგებარი რამ ხდება პარლამენტში” – სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი

სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი: სრულიად აუხსნელი და გაუგებარი რამ ხდება პარლამენტში და იქნებ ვინმეს გქონდეთ ამაზე პასუხი: დღეს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე შეიცვალა ყვითლით. პარლამენტის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურმე 4 დეკემბერს იქ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარებულა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტი და „საქართველოს 2024 […]
დაზარალებულების და მოძალადეების რეესტრი – 4 პარტიის შეთანხმება

დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა 4 ოპოზიციური პარტიის საინფორმაციო ცენტრში. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, რუსული თვითმარქვია რეჟიმი სასტიკ დევნას ახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას პროტესტს უცხადებს. “ჩვენ ვმუშაობთ და კიდე უფრო აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე. ამ მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს […]
ირაკლი კობახიძე – სამასი კაცის დაკავება აბსოლუტურად ლოგიკურია – იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი

სამასი კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. ისინი ძირითადად პარტიული აქტივისტები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცველების მიერ სამსახურებრივ გადაცდომებზეც გამოძიება დაწყებულია. „გამოძიება დაწყებულია, მათ შორის იმ მძიმე ინციდენტებზე, რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა. რაც შეეხება […]
ნიკა გვარამია მოსამართლეს – ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის „ომონის” და არასდროს იქნება რუსეთის – თქვენ ხართ ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების „გამპრავებელი“

ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის „ომონის”, ეს ქვეყანა არასდროს იქნება რუსეთის. თქვენ ხართ ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების “გამპრავებელი”, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე კობა ჩაგუნავას. გვარამიას სიტყვით სარგებლობის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა. ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, 166-ე მუხლი, რომელიც მას წარუდგინეს, სასაცილოდ ეჩვენება. […]
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე აქციის მონაწილე 3 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო […]