სოლიდარობა თანამოქალაქეებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი – Setanta Sports

Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა. ამ გზით, Setanta Sports-ი სოლიდარობას უცხადებს თანამოქალაქეებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი. Setanta Sports-ის განცხადებით, ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად უჭირთ კომენტირება გააგრძელონ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარონ. “Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს […]

ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე – “საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკის” განცხადებით, გუშინდელ აქციაზე ბანკის გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე დააკავეს. ბანკის ინფორმაციით, ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ მისი მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისთვის. “ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა […]

საქართველოს ბანკი: ჩვენი გუნდის წევრი დააკავეს აქციაზე, ბანკის ადვოკატები მასთან არიან

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის აქციის ღამეს მათი თანამშრომელი ვაკო ალავიძე დააკავეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბანკის ადვოკატები ადგილზე არიან. “ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ […]

ლევან წულაძე – ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, ფინალში კომედია არ იქნება – მსახიობების, ყველაზე მოწყვლადი რგოლის ხმა ისმის დღეს ყველაზე ხმამაღლა – ეს არის ძალიან საამაყო!

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობების] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს – ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის! – ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ (ჭოლა) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი იმართება. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება […]

შენგელიას 25 ქულა და ბოლონიელთა დასანანი მარცხი “ცრვენა ზვეზდასთან”

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგაში მორიგი მატჩი წააგო და 14 მატჩიდან 2 მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. ბოლონიელებმა ევროლიგის მე-14 ტურის მატჩი შინ, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” გამართეს და ბოლო წუთებზე შეხვედრა 87:94 დათმეს. შენგელია თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:52 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და […]

ჯანდაცვა: აქციიდან 9 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაზიანებით მოიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 6 დეკემბრის საპროტესტო აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული. “მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია”, – ნათქვამია განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათ სიცოცხლეს […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები […]

Reuters – სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. მანამდე, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. შეგახსენებთ, რომ უკვე მეათე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის […]

ვასო ფხაკაძე – ამ ომს მოვიგებთ! – 9 აპრილის მერე ასეთი გაღიზიანება არ მახსოვს

ამ ომს მოვიგებთ! – ამის შესახებ იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება იმ პირების მხარდასაჭერად, რომელთა სასამართლო პროცესიც ახლა უნდა გაიმართოს. „არა მხოლოდ მსახიობებში, იუმორისტებში, მათ შორის, ექიმებში – სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში, რომ ცნობილი ადამიანია, ასე დავსაჯეთ და შენ, რომელიც არაცნობილი ხარ, შენ გათვალე რა გელისო – […]