Fitch-ი მიმდინარე წელს საქართველოში 8.7%-იან ზრდას პროგნოზირებს

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ უცვლელად “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა, პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. მიზეზად სააგენტო გაზრდილ პოლიტიკურ რისკებს ასახელებს. Fitch-ი მიმდინარე წელს საქართველოში 8.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს წინასწარი გათვლით, მომდევნო წლებში ზრდა შედარებით ნაკლები იქნება და 2025 წელს უკვე 5.3%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება. წინა შეფასებასთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის […]
ლევან ცუცქირიძე – თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს – უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები

ეს თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მმართველობას ტრაგიკულად დაასრულებს. ლევან ცუცქირიძის თქმით, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაისაჯონ დამნაშავეები. „ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. […]
დიმიტრი ხუნდაძე – დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს რომ სიკეთე არ მოაქვს, ყველა ვხედავთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ერის დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და […]
“25 000 დოლარი, ვინც ტვ პირველზე თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაციას მომაწვდის! მიწიდან ამოგთხრით” – ტვ პირველის დამფუძნებელი

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: “25 000 დოლარი, ვინც მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელთა შესახებ ინფორმაციას მომაწვდის. მიწიდან ამოგთხრით და გიპოვით” წერს ის და ნებისმიერ ადამიანს, ვინც მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელთა შესახებ რაიმე ინფორმაციას მიაწვდის, ფულად საჩუქარს ჰპირდება.
თეონა აქუბარდია – დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა – თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს

10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“. „10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის […]
ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის” ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის, გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, „ტვ პირველის” ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განმარტებით, სასურველია მედიის წარმომადგენლები „ხვალამდე კლინიკაში დარჩნენ“. „ამ დროისთვის, მაკას და გიორგის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან. მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ […]
კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კათოლიკური სამყარო დღეს ღვთისმშობლის უმანკო ჩასახებას ზეიმობს. დღესასწაულად ეს დღე 1854 წლიდან აღინიშნება, რომის პაპის, პიუს IX-ის დოგმატის საფუძველზე.
სალომე ზურაბიშვილი: “ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. „შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა, იტალია!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება […]
ნატო გელაშვილი: „სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება..ამას სიძულვილიც აღარ ჰქვია! გამწარებული დედები ყველა მეომარზე დიდი მეომრები არიან, ნუ გადაკვეთავთ ყველა წითელ ხაზს“

ნატო გელაშვილი: „სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება..ამას სიძულვილიც აღარ ჰქვია! გამწარებული დედები ყველა მეომარზე დიდი მეომრები არიან, ნუ გადაკვეთავთ ყველა წითელ ხაზს“ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც კომპოზიტორი წერს, ის რაც ხდება სიძულვილსაც გასცდა. „სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება… ამას სიძულვილიც აღარ ჰქვია!!! გამწარებული დედები ყველა მეომარზე დიდი მეომრები არიან… ნუ […]
“თეორიულადაც კი, არ არსებობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის რაიმე რესურსი” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, არ არსებობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის რაიმე რესურსი. “ჩამოყალიბდა დემონსტრანტების ორი ჯგუფი – ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს (არ ვიცი, გულუბრყვილობით მოსდის თუ პროპაგანდა მუშაობს), რომ შეიძლება, ხვალ უცებ ჩელიაბინსკში გაიღვიძო… და არის მეორე, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც, მათი აზრით […]