ავსტრიის უმსხვილესმა ავიაგადამზიდმა, Austrian Airlines-მა, მომავალი 3 წლის სტრატეგიული გეგმა წარადგინა. 2028 წლის ბოლოსთვის ავიაკომპანიის პარკში არსებული ხუთი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავის ნაცვლად, მხოლოდ ორი ოჯახის ლაინერები დარჩება.
ამჟამად ავიაკომპანია იყენებს:
რეგიონულ: Embraer 195.
საშუალო მაგისტრალურ: Airbus A320 ოჯახი.
შორ მაგისტრალურ: Boeing 767, Boeing 777 და Boeing 787.
ახალი სტრატეგიით, 2028 წლისთვის ექსპლუატაციიდან სრულად ამოიღებენ:
· Embraer 195-ის ტიპის რეგიონულ თვითმფრინავებს.
· Boeing 767-სა და Boeing 777-ის მოდელებს.
რეფორმის დასრულების შემდეგ, Austrian Airlines-ის პარკი 58 საჰაერო ხომალდისგან შედგება:
· Airbus A320 ოჯახი (46 ერთეული): მოემსახურება მოკლე და საშუალო დისტანციებზე ფრენებს.
· Boeing 787 Dreamliner (12 ერთეული): სრულად ჩაანაცვლებს ძველ მოდელებს შორ დისტანციებზე ფრენებისას.
კომპანიამ უკვე დაიწყო 120-ადგილიანი Embraer 195-ების ჩანაცვლება ახალი, 180-ადგილიანი Airbus A320neo ხომალდებით.
ფლოტის უნიფიკაცია (გაერთიანება) ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს:
დაზოგოს ხარჯები: ტექნიკური მომსახურება და ეკიპაჟის გადამზადება ბევრად იაფი და მარტივი გახდება.
ეფექტურობა: ახალი ხომალდები უფრო ეკონომიური და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მცირე ზომის თვითმფრინავების (Embraer) ფლოტიდან ამოღება ავიაკომპანიას ნაკლებად მოქნილს გახდის ახალი მიმართულებების ათვისებისას. თუ აქამდე ახალ მარშრუტზე 120-ადგილიანი თვითმფრინავის გაშვება იყო შესაძლებელი, მომავალში მინიმალური ტევადობა 180 ადგილი (A320) იქნება.
წყარო: avianews.ge




