AUSTRALIAN OPEN-ის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა

2024 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი გახდა.
სინერმა ფინალში რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი დაამარცხა. მედვედევი მატჩს 2:0-ს იგებდა, იტალიელმა ზედიზედ სამი სეტი მოიგო და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.
აქამდე სინერის საუკეთესო შედეგი 2023 წლის უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალი იყო.
ამ დროისთვის სინერი ATP-ის რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს, ეს ჩოგბურთელის მაქსიმალური შედეგია.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე სინერმა მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ანდრეი რუბლევი, კარენ ხაჩანოვი, სებასტიან ბაეზი, იესპერ დე იონგი და ბოტიკ ვან დე ზანდშულპი დაამარცხა.